ჩემს შესახებ

გარე დაკვირვების გეგმები - მერვე კლასი


გაკვეთილის გეგმა N1
ჩატარების დრო: 18.03.2019 წ.

მასწავლებლის სახელი, გვარი: მზია დადვანი
პირადი ნომერი: 43001018331
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: პარალელოგრამი, პარალელოგრამის თვისებები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამის  თვისებების დასაბუთება და მისი გამოყენება ამოცანების ამოხსნის დროს
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა შეესაბამება მერვე კლასის თემატურ გეგმას.



ასევე გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს  და მერვე კლასის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტს:  
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
მათ. VIII.10.          მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);




N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრირებას და ეცოდინებათ  შეფასების კრიტერიუმები, რაც შეფასების გამჭვირვალობას უწყობს ხელს
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს მათ, ყურადღება მიაქციონ შეფასების კრიტერიუმებს, რადგან მათ  ამ კრიტერიუმების მიხედვით მოუწევთ  თვითშეფასება და ურთიერთშეფასება


ვერბალურად და ვიზუალურად
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული ფორმატის ქაღალდი და პროექტორი-საკითხის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში საკითხზე  დაბრუნების მიზნით
2 წთ
2
ფრაზების გამთლიანება და კლასის წინაშე წარდგენა
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს დაჭრილ ფრაზებს, რომლებიც უკავშირდება ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებულ კუთხეებს და მის თვისებებს, ასევე-სამკუთხედის ტოლობის ნიშნებს; მოსწავლეები მოძრაობენ მთელ კლასში და ეძებენ შესაბამის მეწყვილეს, მეწყვილის პოვნის შემდეგ ამთლიანებენ ფრაზებს და წარმოადგენენ კლასის წინაშე
მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს დებულებები გამოადგებათ პარალელოგრამის თვისებების დასასაბუთებლად
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით
ფრაზების გამთლიანება
წყვილები
წინასწარ გამზადებული გასამთლიანებელი ფრაზები ან დებულებები (ორად გახლეჩილი)
  გარდა იმისა, რომ მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას, ეს აქტივობა და რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას
5 წთ
3
პრაქტიკული ამოცანის დასმა და პრობლემის გადაჭრის  გზების ძიება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ საკითხის პრაქტიკასთან დაკავშირებას და მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით წარუდგენს პრობლემურ ამოცანას და სთხოვს, გამოთქვან ვარაუდები და მოსაზრებები.
მასწავლებელი აფიქსირებს მოსწავლეთა ვარაუდებს ფლიფჩარტის ქაღალდზე და ბოლოს აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში მათ დაეხმარებათ პარალელოგრამის  დიაგონალების თვისება

ვარაუდების გამოთქმა-კრიტიკული აზროვნება
მთელი კლასი
პრაქტიკული ამოცანა ფორმატის ქაღალდის ან პროექტორის საშუალებით-ეს რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებისათვის საკითხის ვიზუალიზაციას და ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარებას
4 წთ
4
პარალელოგრამის თვისებების დასაბუთება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამის თვისებების დასაბუთება წინასწარ გამზადებული სქემის მიხედვით
 აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს და ურიგებს ჯგუფებს პარალელოგრამის თვისებების კონსტრუქციული მეთოდით  დასაბუთებისათვის შესავსებ ცხრილს, რომელიც ეტაპობრივად შევსებას მოითხოვს, აძლევს ინსტრუქციას, გადაამოწმებს ამ ინსტრუქციას და სამუშაოდ აძლევს დროს (ორ ჯგუფს-პირველი თვისების დასაბუთება, ორ ჯგუფს - მეორე თვისების დასაბუთება)
 გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით შერჩეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
 პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, გამოიყენონ ზემოთ  დასაბუთებული თვისებები და დაასაბუთონ მესამე თვისება (დიაგონალების გადაკვეთის წერტილის თვისება)
ამ თვისების პრეზენტაციას გააკეთებს დარჩენილი ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი ან ორივე (დახარჯული დროის შესაბამისად)
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით
კონსტრუქტივისტული და თანამშრომლობითი  სწავლება
ჯგუფური
შესავსები ბარათები (ცხრილები)-ეს რესურსი არის კონსტრუქტივისტული სწავლების ერთ-ერთი ხერხი და მოსწავლეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს;
 გამოსაძახებელი  ჩხირები, რაც  ემსახურება მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას (ყველა  მოსწავლე ელოდება გამოძახებას და ყველანი მზადყოფნაში არიან)
12 წთ
5
პარალელოგრამის თვისებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას
აქტივობის მიზანი:
პარალელოგრამის თვისებების შესახებ ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს შესაბამის ამოცანებს  და აძლევს დროს;
დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით ირჩევს ორ ან 4-ვე ჯგუფს (დარჩენილი დროის შესაბამისად), ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებმიერ შესრულებულ დავალებას და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით

წერილობითი და ვერბალური,
თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფური
ჯგუფებისთვის დასარიგებელი შესაბამისი ამოცანები; გამოსაძახებელი ჩხირები
15 წთ
6
გაკვეთილის შეჯამება-რეფლექსია
აქტივობის მიზანი:
ახალი საკითხის შეჯამება და მოსწავლეებში  წიგნიერი ენის განვითარება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს, შეაჯამონ ნასწავლი საკითხი და მოკლედ ჩამოაყალიბონ პარალელოგრამის თვისებები, ამ თვისებების სახელწოდებები კი ჩაწერონ „გუდაში: „რა მიმაქვს?“ “ (მცირე დროის შემთხვევაში მოსწავლეთა  მიერ ზეპირი შეჯამების პარალელურად „გუდას“ ავსებს მასწავლებელი)

ვერბალური და წერილობითი
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული: „გუდა-რა მიმაქვს?“-ეს რესურსი ხელს უწყობს საკითხის შეჯამებას და მოტივაციის ამაღლებას
3 წთ
7
შეფასება და თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
შეფასება და სწავლის თვითრეგულაციის განვითარება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი:
·         კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევს მოსწავლეებს, აფასებს მათ განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებით
·         ურიგებს ინდივიდუალურ ბარათებს თვითშეფასებისათვის

წერილობითი და ვერბალური
ინდივიდუალური
გასასვლელი ბარათების კითხვარი, მასწავლებლის კონსტრუქციული უკუკავშირი
3 წთ
8
საშინაო დავალების მიცემა  და ინსტრუქცია:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოიყენონ პარალელოგრამის მესამე თვისება და ამოხსნან გაკვეთილის დასაწყისში დასმული პრაქტიკული ამოცანა  სახლში

ვერბალური
მთელი კლასი
გაკვეთილის დასაწყისში დასმული პრაქტიკული ამოცანა 
1 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები ასაბუთებენ და  აყალიბებენ პარალელოგრამის თვისებებს და იყენებენ მას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად




















შეფასება:

შეფასების კომპონენტი
                              შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(1-3)
საშუალო
(4-6)
კარგი
(7-8)
ბრწყინვალე
(9-10)
პარალელოგრამის თვისებების  მართებულობის დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი

მოსწავლე  ვერ მსჯელობს და ვერ  ასაბუთებს პარალელოგრამის თვისებებს ან დასაბუთებისას უშვებს მრავლობით შეცდომას
მოსწავლეს უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა და პარალელოგრამის თვისებების დასაბუთებისას უშვებს შეცდომებს
მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე მსჯელობს საკმარისი არგუმენტებით და  მცირე ხარვეზებით ასაბუთებს პარალელოგრამის თვისებებს
მოსწავლე ყოველ ჯერზე მსჯელობს ამომწურავი არგუმენტებით და  ასაბუთებს პარალელოგრამის თვისებებს
პარალელოგრამის თვისებების ჩამოყალიბების  უნარი
მოსწავლე თითქმის ვერ აყალიბებს პარალელოგრამის თვისებებსა ან უშვებს შეცდომებს
მოსწავლე პარალელოგრამის თვისებების ჩამოყალიბებისას უშვებს  შეცდომებს
მოსწავლე თითქმის უშეცდომოდ აყალიბებს პარალელოგრამის თვისებებს
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად აყალიბებს პარალელოგრამის თვისებებს
პარალელოგრამის თვისებების პრაქტიკული  ამოცანების ამოსახსნელად  გამოყენების უნარი
მოსწავლე თითქმის ვერ  იყენებს პარალელოგრამის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს
მოსწავლე ვერ იყენებს პარალელოგრამის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს დახმარების გარეშე
მოსწავლე თითქმის ყოველთვის იყენებს პარალელოგრამის თვისებებს  პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად იყენებს პარალელოგრამის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს


ხელმოწერა:                          /მზია დადვანი/
                          
 თარიღი:   28.02.19 წ.





გაკვეთილის გეგმ N2
ჩატარების თარიღი: 19.03.2019 წ.

მასწავლებლის სახელი, გვარი: მზია დადვანი
პირადი ნომერი: 43001018331
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა1: 21
გაკვეთილის თემა: პარალელოგრამი; რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ოთხკუთხედი პარალელოგრამი?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამობის ნიშნების დასაბუთება, ამ ნიშნების გამოყენებით პარალელოგრამის ამოცნობა და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა შესაბამისობაშია  მერვე კლასის თემატური გეგმის შესაბამის პერიოდთან, ასევე

1 მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი აქტივობების მოდიფიცირება.



გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს  და მერვე კლასის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტს: 
 მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
მათ. VIII.10.          მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობის შედეგად შეძლებენ   კონკრეტულ საკითხზე ყურადღების გამახვილებას, ხდება შეფასების გამჭვირვალეობის ხელშეწყობა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს მათ, ყურადღება მიაქციონ შეფასების კრიტერიუმებს, რადგან მათი შეფასება  ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება

ვერბალურად და ვიზუალურად
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული ფორმატის ქაღალდი და პროექტორი;
თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების ვიზუალიზაცია ხელს უწყობს მასწავლებელსა და მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის მიღწევაში
2 წთ
2
საშინაო დავალების შემოწმება, წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება,
მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაცია, ურთიერთშეფასება და თვითშეფასება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაცვალონ საშინაო დავალების რვეულები და შეადარონ ამოცანის ამოხსნები მეწყვილის ნამუშევარს. ამისათვის მოსწავლეებს ეძლევათ ორი წუთი; შემდეგ  სურვილის მიხედვით, გამოთქვამენ თავის მოსაზრებას და აფასებენ მეწყვილის ნამუშევარს.
  ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით და  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, მასწავლებელი სვავს შეკითხვებს, მოსწავლეები კი შემთხვევით შერჩევის პრინციპით (გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით)  პასუხობენ

ურთიერთშეფასება, კითხვა-პასუხი
წყვილები, მთელი კლასი
საშინაო დავალების რვეულები და შესრულებული დავალებები, გამოსაძახებელი ჩხირები-ამ რესურსის გამოყენება მოსწავლეთა მზადყოფნას უზრუნველყოფს, მოსწავლეებმა არ იციან, ვისი სახელი ამოვა შემთხვევით, გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენების დროს
6 წთ
3
პარალელოგრამობის ნიშნების დასაბუთება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა, არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, დაასაბუთონ პარალელოგრამობის ნიშნები
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ჯგუფდებიან, მასწავლებელი მათ ურიგებს სამსაფეხურიან შესავსებ სქემას, მოსწავლეები საფეხურებრივად ავსებენ სქემას და ყოველი საფეხურის შემდეგ მსჯელობენ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით
კონსტრუქტივისტული სწავლება, პრეზენტაცია
ჯგუფური
მათემატიკის სახელმძღვანელო, გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე და სხვა;
წინასწარ გამზადებული შესავსები სქემა.

რესურსის   ეფექტურობის დასაბუთება:
მოსწავლეები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით და სკაფოლდინგის გამოყენებით თვითონვე აკეთებენ სწორ დასკვნებს (კონსტრუქტივისტული სწავლების ერთ-ერთი ხერხი)
10 წთ
4
პარალელოგრამობის ნიშნების გათვალისწინებით, პარალელოგრამის ამოცნობა (პარალელოგრამობის დადგენა)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს გამოჭრილ ოთხკუთხედებს და სთხოვს მათ, პარალელოგრამობის ნიშნების გამოყენებით დაადგინონ   ოთხკუთხედის პარალელოგრამობა, ან პირიქით-არაპარალელოგრამობა
 შემთხვევით შერჩევის პრინციპით, ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით
კეთებით სწავლება, პრეზენტაცია
ჯგუფური
გამოჭრილი პარალელოგრამები, ჯგუფების გამოსაძახებელი ჩხირები, სახაზავები ან ფარგლები და ტრანსპორტირი

რესურსის   ეფექტურობის დასაბუთება:

მოსწავლეები უკეთესად იმახსოვრებენ, როცა კეთებით სწავლობენ
6 წთ
5
ამოცანების ამოხსნა პარალელოგრამობის ნიშნების  გამოყენებით და პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ურიგდებათ პრაქტიკული ამოცანები, მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა პარალელოგრამობის ნიშნების შესახებ, ითანამშრომლონ და ამოხსნან პრაქტიკული ამოცანები, შემდეგ გააკეთონ პრეზენტაციები.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით
თანამშრომლობითი სწავლება, პრეზენტაცია
ჰეტეროგენული ჯგუფები
ჯგუფებისთვის განკუთვნილი ამოცანები
12 წთ
6
რეფლექსია-შეჯამება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვავს შეკითხვებს:
·         არის თუ არა ოთხკუთხედი პარალელოგრამი, თუ მას ტოლი გვერდების ორი წყვილი აქვს?
·         არის თუ არა ოთხკუთხედი პარალელოგრამი, თუ მისი ორი მოპირდაპირე გვერდია ტოლი და პარალელური?
·         არის თუ არა ოთხკუთხედი პარალელოგრამი, თუ მას ტოლი გვერდების მხოლოდ ერთი წყვილი აქვს?
·         არის თუ არა ოთხკუთხედი პარალელოგრამი, თუ მისი დიაგონალები გადაკვეთისას შუაზე იყოფა?
მოსწავლეები პასუხობენ შემთხვევით შერჩევის პრინციპით
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
პროექტორით გამზადებული კითხვები ვიზუალიზაციის მიზნით;
გამოსაძახებელი ჩხირები
4 წთ
7
შეფასება- თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში  სწავლის თვითრეგულირების უნარის განვითარება, მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის დადგენა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევს მოსწავლეებს, აფასებს მათ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით, შემდეგ  ურიგებს მოსწავლეებს გასასვლელ ბარათებს და სთხოვს,   მოახდინონ თვითშეფასება, მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს
ზეპირი
წერითი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები;
თვითშეფასების  ბარათები
4 წთ
8
საშინაო დავალება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას და ინსტრუქციას დავალების შესრულების შესახებ

ვერბალური
მთელი კლასი
საშინაო დავალების ამოცანები, მათემატიკის სახელმძღვანელო, გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე და სხვა; 
1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები ასაბუთებენ  პარალელოგრამობის ნიშნებს და იყენებენ მას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად, ამოიცნობენ პარალელოგრამებს რომელიმე ნიშნის გამოყენებით და მსჯელობენ ამ ნიშნების გამოყენებაზე ამოცანების ამოხსნის დროს


შეფასება:

შეფასების კომპონენტი
                              შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(1-3)
საშუალო
(4-6)
კარგი
(7-8)
ბრწყინვალე
(9-10)
პარალელოგრამობის ნიშნების დასაბუთების უნარი

მოსწავლე ვერ ასაბუთებს პარალელოგრამობის ნიშნებს ან დასაბუთებისას უშვებს მრავლობით შეცდომას
მოსწავლე ასაბუთებს პარალელოგრამობის სამივე ნიშანს სხვისი დახმარებით, ხშირად უშვებს შეცდომას
მოსწავლე ასაბუთებს პარალელოგრამობის სამივე ნიშანს, ხანდახან უშვებს უზუსტობებს
მოსწავლე უშეცდომოდ ასაბუთებს პარალელოგრამობის სამივე ნიშანს
პარალელოგრამობის ნიშნების გამოყენების უნარი ამოცანების ამოხსნისას
მოსწავლე ვერ  იყენებს პარალელოგრამობის ნიშნებს ამოცანების ამოხსნისას ან უშვებს მრავლობით შეცდომას
მოსწავლე ხანდახან   იყენებს პარალელოგრამობის ნიშნებს ან  შეცდომებს უშვებს მისი გამოყენების დროს ამოცანების ამოხსნისას
მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე სწორად იყენებს პარალელოგრამობის ნიშნებს ამოცანების ამოხსნისას ან უშვებს მცირე უზუსტობებს
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად იყენებს პარალელოგრამობის ნიშნებს ამოცანების ამოხსნისას
პარალელოგრამობის ნიშნებთან დაკავშირებული საკითხის  პრეზენტაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
მოსწავლე ვერ მსჯელობს  არგუმენტირებულად, არ აქვს პრეზენტაციის  უნარი, ვერ გადმოსცემს საკუთარ და ჯგუფის მოსაზრებებს ან თუ გადმოსცემს, უშვებს ბევრ შეცდომას
მოსწავლე თითქმის ვერ მსჯელობს არგუმენტირებულად, უჭირს საკუთარი და ჯგუფის მოსაზრებების გადმოცემა , პრეზენტაციის დროს უშვებს  შეცდომებს
მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე მსჯელობს არგუმენტირებულად, პრეზენტაციისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს ან აკლია დამაჯერებლობა  საკუთარ და/ან ჯგუფის მოსაზრებების გადმოცემისას
მოსწავლე ყოველ ჯერზე მსჯელობს არგუმენტირებულად, აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი, საკუთარ და ჯგუფის მოსაზრებებს გადმოსცემს დამაჯერებლად

ხელმოწერა:                /მ. დადვანი/

თარიღი: 28.02.19 წ.




                                                          გაკვეთილის გეგმა N3
ჩატარების თარიღი: 20.03.2019 წ
(გაკვეთილი, რომელზეც მოხდა დაკვირვება და შეფასდა დადებითად)

მასწავლებლის სახელი, გვარი: მზია დადვანი
პირადი ნომერი: 43001018331
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: პარალელოგრამის კერძო სახეები: რომბი და რომბის თვისებები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხედის, რომბის და კვადრატის, როგორც პარალელოგრამის სახეების განმარტება, რომბის თვისებების დასაბუთება  და ამ თვისებების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილის თემა თემატური გეგმის შესაბამისია და ემთხვევა მერვე კლასის თემატური გეგმის შესაბამის პერიოდს, ასევე გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს  და მერვე კლასის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტს:   


მათ. VIII.8.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);
·         ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;


 მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
მათ. VIII.10.          მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები ეცნობიან თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს, რათა მათი ყურადღება კონცენტრირდეს კონკრეტულ საკითხზე და ასევე ხელი შეეწყოს შეფასების გამჭვირვალობას
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს მათ, ყურადღება მიაქციონ შეფასების კრიტერიუმებს, რადგან მათ  ამ კრიტერიუმების მიხედვით მოუწევთ  თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ვერბალურად და ვიზუალურად
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული ფორმატის ქაღალდი და პროექტორი
-საკითხის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში საკითხზე  დაბრუნების მიზნით, ასევე თვითშეფასების და ურთიერთშეფასების უნარების განვითარებისათვის
2 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება საშინაო დავალების შემოწმებისა და  ინფორმაციის   მაორგანიზებელი სქემის გამოყენებით
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაიაქტიურებენ არსებულ ცოდნას და შეძლებენ ინფორმაციის ორგანიზებას ინფორმაციის მაორგანიზებელი სქემის გამოყენებით
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვავს შეკითხვებს საშინაო დავალების ამოცანებიდან, მოსწავლეები   კი პასუხობენ.
ასევე მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რა იციან მათ პარალელოგრამის კერძო სახეების შესახებ; ავსებენ „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემის პირველ სვეტს.  შემდეგ,  გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, მოსწავლეები ავსებენ ამ სქემის მეორე სვეტსაც


„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემის გამოყენება
მთელი კლასი
·         საშინაო დავალების ამოცანები-მოსწავლე ხდება უფრო თვითდაჯერებული და უმაღლდება თვითშეფასება სწორად შესრულებული დავალების კლასის წინაშე წარდგენისას
·         „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემა--ამ რესურსის გამოყენება ხელს უწყობს ინფორმაციის ორგანიზებას და საკითხის ირგვლივ უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებას
5 წთ
3
პარალელოგრამების კლასიფიცირება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა  შეძლონ პარალელოგრამების კლასიფიცირება არსებული ცოდნის საფუძველზე
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეთა ჯგუფებს პარალელოგრამის კერძო სახეების მოდელებს და სთხოვს მათ, მოახდინონ ამ პარალელოგრამების კლასიფიცირება რაიმე ნიშნით. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები მსჯელობენ, რამდენ ჯგუფად წარმოადგინეს პარალელოგრამები და რა ნიშნით მოათავსეს ისინი ერთ ან სხვადასხვა ჯგუფში
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით
თანამშრომლობითი სწავლება














ჰეტეროგენული ჯგუფები














პარალელოგრამების მოდელები-ეს რესურსი უადვილებს მოსწავლეებს  პარალელოგრამების კლასიფიცირებას










5 წთ
4
პარალელოგრამების კერძო სახეებს შორის დამოკიდებულებები
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამის კერძო სახეებს შორის კავშირის დამყარება, შეძლონ მათი განსხვავება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით ან ფლიპჩარტით აჩვენებს მართკუთხედს, რომბს და კვადრატს და ინტერაქციით მიმდინარეობს თითოეული ფიგურის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახის განხილვა. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვავს შეკითხვებს:
·         როგორ შეიძლება განვსაზღვროთ მართკუთხედის საშუალებით კვადრატი?
·         როგორ შეიძლება განვსაზღვროთ რომბის საშუალებით კვადრატი?
მინილექცია-ინტერაქცია
მთელი კლასი
პროექტორით ან პლიპჩარტით  წარმოდგენილი პარალელოგრამები-ეს რესურსი საკითხის ვიზუალიზაციისთვისაა საჭირო
4 წთ
5
რომბის დიაგონალების თვისებების დასაბუთება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ რომბის დიაგონალების თვისებების დასაბუთება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს და ჯგუფებს ურიგებს რომბის სურათს და სქემას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები ასაბუთებენ რომბის დიაგონალების თვისებას
სქემას აქვს ასეთი სახე:
·         გაავლეთ რომბის ერთ-ერთი დიაგონალი (მაგალითად AC)
·         როგორი სამკუთხედები მიიღეთ? (ტოლფერდა, ტოლგვერდა თუ სხვადასხვა გვერდა?)
·         მეორე დიაგონალით როგორ ნაწილებად გაიყოფა მოცემული დიაგონალი პარალელოგრამის თვისების თანახმად?
·         ABC სამკუთხედისთვის რას წარმოადგენს BO მონაკვეთი? (O დიაგონალების გადაკვეთის წერტილია)
·         ტოლფერდა სამკუთხედში ფუძისადმი გავლებული მედიანა ამავე დროს რას წარმოადგენს?
·         მაშასადამე, რომბის დიაგონალების შესახებ  რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
·         ჩამოაყალიბეთ რომბის დიაგონალების თვისება (ისარგებლეთ სახელმძღვანელოთი)
სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთი ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას, სხვა ჯგუფები ავსებენ მოცემულ პრეზენტაციას.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით

კონსტრუქტივისტული სწავლება
ჰეტეროგენული ჯგუფები
წინასწარ გამზადებული სქემა ჯგუფებში სამუშაოდ - ეს სქემა მოსწავლეებისთვის ერთგვარი გზამკვლევია და კონსტრუქტივისტული სწავლების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს
10 წთ
6
ამოცანების ამოხსნა და ამოხსნების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელს წინასწარ გამზადებული აქვს ოთხი სასწავლო გაჩერება, სადაც მოსწავლეებს პირველ შემოვლაზე ევალებათ, პასუხი გასცენ ოთხ შეკითხვას და პასუხები დააფიქსირონ სპეციალურ სქემაზე, ოთხივე სასწავლო გაჩერების დავალებების შესრულების შემდეგ მოსწავლეები თავის პასუხებს ადარებენ ერთმანეთს, საუბრობენ შესრულებული სამუშაოს შესახებ, მასწავლებელი იყენებს გამოსაძახებელ ჩხირებს.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და პრეზენტაციას განმავითარებელი შეფასებით

„სასწავლო გაჩერებები“-თანამშრომლობითი სწავლება
ჰეტეროგენული ჯგუფები
„სასწავლო გაჩერებებისთვის“ განკუთვნილი ამოცანები;
გამოსაძახებელი ჩხირები მოსწავლეთა მზადყოფნისათვის
10 წთ
7
შეჯამება-რეფლექსია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამის კერძო სახეების შესახებ ცოდნის შეჯამება და ერთ სტრუქტურაში მოქცევა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეაჯამონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პარალელოგრამების და მისი გამოყენების შესახებ; შეავსონ გაკვეთილის დასაწყისში წარმოდგენილი „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემის დარჩენილი სვეტი;
მოსწავლეები შემთხვევით შერჩევის პრინციპით ავსებენ სქემას
ზეპირად და წერილობით
მთელი კლასი
„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემა, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის ერთ სტრუქტურაში გასაერთიანებლად
4 წთ
8
შეფასება-თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ რომბის თვისებების შესახებ ცოდნის გამოყენება, მასწავლებელმა კი -მოსწავლეთა ცოდნის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ასევე მოსწავლეთა შეფასება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით, აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს, შემდეგ მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს, მოსწავლეები ავსებენ დამოუკიდებლად
ზეპირი
წერითი
ინდივიდუალური
გასასვლელი ბარათები შესაბამისობაზე და რომბის თვისებების შესახებ,
თითოეული მოსწავლის მზაობის დონის დასადგენად, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, მოახდინოს შემდეგი გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად
4 წთ
9
საშინაო დავალების ინსტრუქცია
 ზეპირი
მთელი კლასი
საშინაო დავალების ამოცანები მათემატიკის სახელმძღვანელოდან
1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები ახდენენ პარალელოგრამების კლასიფიცირებას, აყალიბებენ პარალელოგრამის კერძო სახეების განმარტებებს და რომბის თვისებებს;  ამ თვისებებს იყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას




შეფასება:
შეფასების კომპონენტი
                              შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(1-3)
საშუალო
(4-6)
კარგი
(7-8)
ბრწყინვალე
(9-10)
პარალელოგრამის კერძო სახეების  განმარტებების ჩამოყალიბების უნარი
მოსწავლე ბევრ შეცდომას უშვებს პარალელოგრამის კერძო სახეების განმარტებების ჩამოყალიბების დროს ან ვერ აყალიბებს მას
მოსწავლე პარალელოგრამის კერძო სახეების განმარტებების ჩამოყალიბების დროს უშვებს შეცდომებს
მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე სწორად აყალიბებს პარალელოგრამის კერძო სახეების განმარტებებს
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად აყალიბებს პარალელოგრამის კერძო სახეების განმარტებებს
პარალელოგრამების კლასიფიცირების უნარი
მოსწავლე ვერ  აჯგუფებს პარალელოგრამებს გარკვეული ნიშნით ან დაჯგუფებისას უშვებს მრავლობით შეცდომას
მოსწავლე პარალელოგრამების დაჯგუფებისას უშვებს უზუსტობებს, მხედველობიდან რჩება ის, რომ მაგალითად, კვადრატი მიაკუთვნოს მართკუთხედებსაც და რომბებსაც
მოსწავლე თითქმის ყოველთვის სწორად  აჯგუფებს პარალელოგრამებს გარკვეული ნიშნით
მოსწავლე ყოველთვის   სწორად აჯგუფებს პარალელოგრამებს გარკვეული ნიშნით
რომბის თვისებების დასაბუთების  უნარი
მოსწავლე ვერ  ასაბუთებს რომბის თვისებებს
მოსწავლე უშვებს შეცდომებს რომბის თვისებების დასაბუთების დროს და საჭიროებს სხვის დახმარებას
მოსწავლე თითქმის სწორად ასაბუთებს რომბის თვისებებს
მოსწავლე სწორად ასაბუთებს რომბის თვისებებს

ცოდნის პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად გამოყენების უნარი
მოსწავლე თითქმის  ვერ  იყენებს რომბის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
მოსწავლეს ესაჭიროება სხვისი დახმარება რომბის თვისებების გამოყენებით  პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
მოსწავლე თითქმის ყოველთვის სწორად იყენებს რომბის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
მოსწავლე ყოველთვის სწორად იყენებს რომბის თვისებებს პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად

ხელმოწერა:                 /მ.დადვანი/
თარიღი: 28.02.19 წ.





                                                                   გაკვეთილის გეგმა N4
ჩატარების თარიღი: 22.03.2019 წ.

მასწავლებლის სახელი, გვარი: მზია დადვანი
პირადი ნომერი: 43001018331
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა:
პარალელოგრამის კერძო სახეები: მართკუთხედის და კვადრატის თვისებები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხედის და კვადრატის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახეების  თვისებების დასაბუთება სხვადასხვა ხერხით  და ამ   თვისებების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
თემა თემატური გეგმის შესაბამისია და ემთხვევა მერვე კლასის თემატური გეგმის შესაბამის პერიოდს, ასევე
გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს  და მერვე კლასის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტს: 
 მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);
·         ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
მათ. VIII.10.          მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);
  • იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობისა და უტოლობების  თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას;
  • იყენებს დეკარტეს კოორდინატებს გეომეტრიული ობიექტის თვისებების დასადგენად და დასაბუთებისთვის (მაგალითად, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობის საჩვენებლად);
  • იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების (მაგალითად, ტოლობის) დასაბუთებისთვის.




N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ  ყურადღების კონცენტრირებას კონკრეტულ საკითხზე, ასევე  შეფასება იქნება გამჭვირვალე
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს მათ, ყურადღება მიაქციონ შეფასების კრიტერიუმებს, რადგან მათ  ამ კრიტერიუმების მიხედვით მოუწევთ  თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ვერბალურად და ვიზუალურად
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული ფორმატის ქაღალდი და პროექტორი
-საკითხის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში საკითხზე  დაბრუნების მიზნით, ასევე შეფასების და ურთიერთშეფასებისათვის
2 წთ
2
საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა ცოდნის შესახებ და შესრულებული დავალების ხარისხის  შესახებ ინფორმაციის შეგროვება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ერთ მოსწავლეს (შემთხვევით შერჩევის მეთოდით) აკითხებს საშინაო დავალების ამოცანას, დანარჩენები ადარებენ პასუხს. განსხვავებული პასუხის შემთხვევაში ხდება ამოცანის ამოხსნის გააანალიზება დაფასთან.
მასწავლებელი აფასებს მათ განმავითარებელი შეფასებით
კითხვა-პასუხი, დაფასთან მუშაობა 
მთელი კლასი

საშინაო დავალების ამოცანები;

გამოსაძახებელი ჩხირები, მოსწავლეთა მზადყოფნის უზრუნველსაყოფად
5 წთ
3
კვადრატის თვისებისა  და მართკუთხედის დიაგონალების თვისების დასაბუთება სხვადასხვა ხერხით
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ კვადრატის თვისებისა და  მართკუთხედის დიაგონალების თვისების დასაბუთება  სხვადასხვა ხერხით
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შემოიარონ სასწავლო გაჩერებები, იმოძრაონ  საათის ისრის მიმართულებით და პასუხები გასცენ დავალებებს, შესაბამისად შეავსონ სქემა
ა) კოორდინატთა მეთოდის გამოყენება
ბ) სამკუთხედების ტოლობის ნიშნის გამოყენება
გ) გაზომვების ჩატარება
დ) კვადრატის დაყოფა ოთხ ტოლ სამკუთხედად დიაგონალებით
ჯგუფები პასუხს სცემენ შეკითხვებს წერილობით დიდ ფლიპჩარტის ქაღალდზე, შემდეგ პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ კლასის წინაშე
   მასწავლებელი იძლევა განმავითარებელ შეფასებას

თანამშრომლობითი სწავლება
„სასწავლო გაჩერებებით“, პრეზენტაცია
ჯგუფებში
წინასწარ გამზადებული „სასწავლო გაჩერებები“ და ამ „სასწავლო გაჩერებებისათვის“  განკუთვნილი კითხვარი  კვადრატისა და  მართკუთხედის დიაგონალების თვისების დასაბუთების  თითოეული მეთოდისთვის
12 წთ
4
პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების წარმოდგენა ვენის დიაგრამის საშუალებით
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეაჯამებენ პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების თვისებებს და გამოკვეთენ კავშირს მათ შორის
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა ჯგუფებს,
ა) წარმოადგინონ ვენის დიაგრამის საშუალებით პარალელოგრამი და მისი კერძო სახეები მათი თვისებების გათვალისწინებით
ბ) გამოჭრან თითო ფიგურა (სულ ოთხი ცალი), და მიაკრან შესაბამის ადგილზე მიღებულ ვენის დიაგრამაზე
გ) იმსჯელონ მიღებული დიაგრამის და ამ დიაგრამაში ფიგურების განლაგების შესახებ
დ) წარმოადგინონ კლასის წინაშე (ერთი ჯგუფი-წარმოადგენს, დანარჩენები შეავსებენ საჭიროების შემთხვევაში)
 მასწავლებელი აფასებს მათ განმავითარებელი  შეფასებით
თანამშრომლობითი სწავლება  და კეთებით სწავლება
ჯგუფები
ფლიპჩარტის ქაღალდები, წებო, მარკერები,  ფერადი ფურცლები
8წთ
5
პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების თვისებების გამოყენება ამოცანების ამოსახსნელად
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების თვისებების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ამოცანებს, მოსწავლეები ხსნიან,  ერთერთი ჯგუფი წარმოადგენს ამოცანის ამოხსნის პროცესს კლასის წინაშე, სხვა ჯგუფები შეავსებენ განსხვავებული მოსაზრებებით, ჯგუფები შეირჩევა შემთხვევით შერჩევის პრინციპით-გამოსაძახებელი ჩხირებით
მასწავლებელი აფასებს მათ განმავითარებელი შეფასებით
თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფური
ამოცანები პარალელოგრამის კერძო სახეების თვისებების გამოყენებაზე
8 წთ
6
შეჯამება-რეფლექსია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამისა და მისი კერძო სახეების თვისებების შესახებ ცოდნის ერთ სტრუქტურაში მოქცევა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ თვისებები, რაც ისწავლეს პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების შესახებ და მოკლედ შეავსონ სქემა, მოსწავლეები ავსებენ სქემას.
  შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ რამდენიმე პრაქტიკული ამოცანა, რომელთა გადაჭრის დროსაც  გამოიყენეს ეს თვისებები, მოსწავლეები მსჯელობენ პრაქტიკულ ამოცანებზე
მასწავლებელი აფასებს მათ განმავითარებელი შეფასებით
 „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემის შევსება
კითხვა-პასუხით

მთელი კლასი

მოსწავლეების მიერ წინა გაკვეთილებზე გამზადებული და ნახევრად შევსებული  „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“-სქემა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, ერთ სტრუქტურაში მოაქციონ პარალელოგრამის სახეობებისა და მათი  თვისებების შესახებ მიღებული ცოდნა
5 წთ
7
შეფასება და თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
შეფასება და სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები საუბრობენ მათ მიერ  შესრულებული დავალების შესახებ, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რა გაიგეს კარგად და რა ვერ გაიგეს. 
მასწავლებელი კი  კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევს მოსწავლეებს, აფასებს მათ განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებით

ზეპირად
მთელი კლასი და შერჩეული სამიზნე ჯგუფი
შეფასების კრიტერიუმები და სასწავლო მიზნები
4 წთ
8
საშინაო დავალების ინსტრუქცია
ზეპირად
მთელი კლასი
მათემატიკის სახელმძღვანელო, გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე  და სხვა
1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები ასაბუთებენ  კვადრატის და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახეების  თვისებებს  სხვადასხვა ხერხით  და  ამ თვისებებს იყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად


შეფასება:
შეფასების კომპონენტი
                              შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(1-3)
საშუალო
(4-6)
კარგი
(7-8)
ბრწყინვალე
(9-10)
კვადრატისა და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახეების  თვისებების ჩამოყალიბების უნარი

მოსწავლე ვერ  აყალიბებს კვადრატისა და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახეების თვისებებს, ან ერევა სხვა ოთხკუთხედის თვისებებში
მოსწავლეს უჭირს კვადრატისა და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახის თვისებების ჩამოყალიბება, ან უშვებს ბევრ შეცდომას
მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე  სწორად აყალიბებს კვადრატისა და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახის თვისებებს
მოსწავლე ყოველ ჯერზე  სწორად აყალიბებს კვადრატისა და მართკუთხედის, როგორც პარალელოგრამის კერძო სახის თვისებებს
მართკუთხედის დიაგონალებისა და კვადრატის  თვისებების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი  
მოსწავლე ვერ  მსჯელობს არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებს მართკუთხედის დიაგონალების  და კვადრატის თვისებებს  
მოსწავლე ხანდახან მსჯელობს არგუმენტირებულად და  ერთ-ერთი ხერხით  ასაბუთებს მართკუთხედის დიაგონალების თვისებას ან კვადრატის თვისებას,  თუმცა დასაბუთებისას უშვებს შეცდომებს
მოსწავლე  თითქმის ყოველთვის მსჯელობს არგუმენტირებულად და  ასაბუთებს  კვადრატისა და  მართკუთხედის დიაგონალებისა თვისებებს სხვადასხვა ხერხით
მოსწავლე ყოველთვის მსჯელობს არგუმენტირებულად და ასაბუთებს კვადრატის  და მართკუთხედის  დიაგონალების თვისებას სხვადასხვა ხერხით
პარალელოგრამის და მისი კერძო სახეების თვისებების ერთ მთლიანობაში (ვენის დიაგრამის საშუალებით) წარმოდგენის უნარი
მოსწავლე შეცდომით აყალიბებს პარალელოგრამის თვისებებს,  თუმცა ვერ წარმოადგენს  პარალელოგრამის კერძო სახეებს ვენის დიაგრამის საშუალებით
მოსწავლე აყალიბებს პარალელოგრამის თვისებებს,  თუმცა სწორად  ვერ წარმოადგენს  პარალელოგრამის კერძო სახეებს ვენის დიაგრამის საშუალებით
მოსწავლე თითქმის სწორად წარმოადგენს პარალელოგრამის კერძო სახეებს ვენის დიაგრამის საშუალებით
მოსწავლე სწორად წარმოადგენს პარალელოგრამის კერძო სახეებს ვენის დიაგრამის საშუალებით


ხელმოწერა:                   /მ. დადვანი/
 თარიღი: 28.02.19 წ.


გაკვეთილის გეგმა  N5
ჩატარების თარიღი: 25.03.2019 წ.

მასწავლებლის სახელი, გვარი: მზია დადვანი
პირადი ნომერი: 43001018331
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა1: 21
გაკვეთილის თემა: კოორდინატთა მეთოდის და გეომეტრიული გარდაქმნების ზოგიერთი გამოყენება (პირველი გაკვეთილი)
გაკვეთილის მიზანი: კოორდინატთა მეთოდისა და  გეომეტრიული გარდაქმნების  გამოყენება იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომლებშიც გეომეტრიული ფიგურების თვისებები და ფიგურათა შორის მიმართებებია  წარმოდგენილი
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
თემა თემატური გეგმის შესაბამისია და ემთხვევა მერვე კლასის თემატური გეგმის შესაბამის პერიოდს.



გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს  და მერვე კლასის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტს: 
 მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დეკარტეს კოორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;

მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს დეკარტეს კოორდინატებს გეომეტრიული ობიექტის თვისებების დასადგენად და დასაბუთებისთვის (მაგალითად, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობის საჩვენებლად);
  • იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების (მაგალითად, ტოლობის) დასაბუთებისთვის.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ  ყურადღების  კონცენტრაციას მოცემულ  საკითხზე და გაეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს გამჭვირვალეობის თვალსაზრისით
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს მათ, ყურადღება მიაქციონ შეფასების კრიტერიუმებს, რადგან მათ  ამ კრიტერიუმების მიხედვით მოუწევთ  თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ვერბალური და ვიზუალური
მთელი კლასი
წინასწარ გამზადებული ფორმატის ქაღალდი და/ან  პროექტორი
-საკითხის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში საკითხზე  დაბრუნების მიზნით, ასევე შეფასების და ურთიერთშეფასებისათვის და შეფასების გამჭვირვალობის თვალსაზრისით
2 წთ
2
შესაბამისი მეწყვილის პოვნა და კლასის წინაშე წარდგენა
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება საკოორდინატო სიბრტყის წერტილთა მდებარეობის შესახებ, ორ წერტილს შორის მანძილის შესახებ
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ორად გახლეჩილ ფრაზებს წერტილთა მდებარეობის  შესახებ ან დავალებებს შესაბამისობაზე, მოსწავლეები  პოულობენ მეწყვილეს, ამთლიანებენ ფრაზას ან შესაბამისობას   და წარმოადგენენ კლასის წინაშე; არასწორად ნაპოვნი მეწყვილის შემთხვევაში ხდება თითოეული მათგანის განხილვა დაფაზე
 მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით
ფრაზის გამთლიანება ან შესაბამისობის პოვნა
წყვილებში
ორ ნაწილად წარმოდგენილი ფრაზები ან შესაბამისობები, დაფა და ცარცი
5 წთ
3
პარალელოგრამის კერძო სახეების
 სიმეტრიის ღერძების და მათი რაოდენობების შესახებ ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაქტიურონ ცოდნა პარალელოგრამის კერძო სახეების სიმეტრიის ღერძების შესახებ და შეძლონ მათი სიმეტრიიის ღერძების რაოდენობების დასახელება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგდებათ  პარალელოგრამის კერძო სახეების გამოჭრილი ქაღალდის მოდელები, მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით, მოსწავლეები გადაკეცავენ ამ მოდელებს და ასახელებენ, რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს თითოეულ მათგანს. მასწავლებელი შემთხვევით შერჩევის პრინციპით იძახებს მათ (გამოსაძახებელი ჩხირებით)
კეთება და დემონსტრირება
ჯგუფები
პარალელოგრამის გამოჭრილი მოდელები, გამოსაძახებელი ჩხირები
8 წთ
4
პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
კოორდინატთა მეთოდისა და  გეომეტრიული გარდაქმნების  გამოყენება იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომლებშიც გეომეტრიული ფიგურების თვისებები და ფიგურათა შორის მიმართებებია  წარმოდგენილი
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ჯგუფებში სამუშაოდ ისეთ ამოცანებს, რომელშიაც გეომეტრიული ფიგურების თვისებები და ფიგურათა შორის მიმართებებია წარმოდგენილი, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, თანამშრომლობენ და ნამუშევრებს წარმოადგენენ კლასის წინაშე.
მასწავლებელი ეხმარბა მათ საჭიროების მიხედვით. პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს წინასწარ გამზადებული სქემის მიხედვით
თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფები
ამოცანები, რომელშიაც გეომეტრიული ფიგურების თვისებები და ფიგურათა შორის მიმართებებია წარმოდგენილი, წინასწარ გამზადებული ურთიერთშეფასების სქემა
(N1 ჯგუფი აფასებს N2 ჯგუფს, N2-N3, N3-N4, N4-N1)
20 წთ
5
შეჯამება-რეფლექსია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეაჯამონ ახალი საკითხები კოორდინატთა მეთოდისა და გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს, შეაჯამონ ნასწავლი საკითხი და ჩამოთვალონ ის საკითხები, რაც   „გუდაში: „რა მიმაქვს?“ “ ჩაწერონ (მცირე დროის შემთხვევაში მოსწავლეთა  მიერ ზეპირი შეჯამების პარალელურად „გუდას“ ავსებს მასწავლებელი)

 კითხვა-პასუხი,
ვერბალური და წერილობითი
მთელი კლასი

წინასწარ გამზადებული: „გუდა-რა მიმაქვს?“-ეს რესურსი ხელს უწყობს საკითხის შეჯამებას და მოტივაციის ამაღლებას
5 წთ
6
შფასება-თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა შეფასება და  ურთიერთშეფასება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს კონსტრუქციულ უკუკავშირს, აფასებს მათ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით, ასევე აფასებს მოსწავლეთა ურთიერთშეფასებასაც
ზეპირი

შეფასების კრიტერიუმები, სამიზნე მოსწავლეთა ინფორმაციები და  მასწავლებლის კონსტრუქციული უკუკავშირი
4 წთ
7
საშინაო დავალების ინსტრუქცია
ვერბალური
მთელი კლასი
მათემატიკის სახელმძღვანელო, გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე  და სხვა
1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ კოორდინატთა მეთოდისა და  გეომეტრიული გარდაქმნების  გამოყენებას  იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომლებშიც გეომეტრიული ფიგურების თვისებები და ფიგურათა შორის მიმართებებია წარმოდგენილი

შეფასება:

შეფასების კომპონენტი
                              შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(1-3)
საშუალო
(4-6)
კარგი
(7-8)
ბრწყინვალე
(9-10)
 ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, პრეზენტაციის   უნარი
მოსწავლე ვერ მსჯელობს და ვერ გადმოსცემს სათქმელს, ან უშვებს ბევრ შეცდომას
მოსწავლე ვერ მსჯელობს არგუმენტირებულად   და სათქმელს  ვერ გადმოსცემს კარგად
მოსწავლე თითქმის ყოველთვის არგუმენტირებულად მსჯელობს და სათქმელს გადმოსცემს კარგად
მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს,სათქმელს ყოველთვის გადმოსცემს მკაფიოდ და დამაჯერებლად
კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარი
მოსწავლე  ამოცანების ამოსახსნელად კოორდინატთა მეთოდის გამოყენების დროს უშვებს ბევრ შეცდომას ან ვერ იყენებს მას
მოსწავლე  ამოცანების ამოსახსნელად კოორდინატთა მეთოდის გამოყენების დროს უშვებს შეცდომებს
მოსწავლე თითქმის ყოველთვის სწორად იყენებს კოორდინატთა მეთოდს ამოცანების ამოხსნისას
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად იყენებს კოორდინატთა მეთოდს ამოცანების ამოხსნისას
  გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების უნარი იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომლებშიც გეომეტრიული ფიგურების თვისებებია წარმოდგენილი
მოსწავლე  ამოცანების ამოხსნისას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების დროს უშვებს ბევრ შეცდომას ან ვერ იყენებს მას


მოსწავლე  ამოცანების ამოხსნისას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების დროს უშვებს შეცდომებს

მოსწავლე თითქმის ყოველ ჯერზე სწორად იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს ამოცანების ამოხსნისას
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს ამოცანების ამოხსნისას


ხელმოწერა:                     /მ. დადვანი/
                           
თარიღი: 28.02.19 წ.



No comments:

Post a Comment