ჩემს შესახებ

მე-5-ე კლასის ტესტები


 

                                                 შემაჯამებელი N 2
1.      რამდენი წიბო აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს
ა)   8       ბ) 12        გ) 16      დ) 6
2.      რამდენ სამკუთხედს მოიცავს იკოსაედრი
ა)  12        ბ) 8      გ) 16       დ) 20
3.      რამდენნიშნა რიცხვი მიიღება განაყოფში: 735545:937
ა) 5      ბ) 4     გ)  3       დ) 2
4.      იპოვე ნამრავლი განრიგებადობის თვისების გამოყენებით (ქვეშმიწერის გარეშე)
ა) 65.59           
ბ)  56. 99
5.      ჩაწერე ტოლობის ან უტოლობის ნიშანი
ა) 42.324........42.424
ბ) 525+38.......525+28
6.      ავტომობილი საათში 150 კმ -ს  გადის, რა მანძილს გაივლის ავტომობილი 2 საათში? 3 საათში? 5 საათში?
7.      იპოვე გამოსახულების მნიშვნელობა:
5670. X , თუ   X=23,  250
      8.  იპოვეთ განტოლების ამონახსნი და შეამოწმე პასუხი
            ა) (823-x).6=3000
            ბ) 160+3x=460

==========================================================================



                                                    შემაჯამებელი N3

1.      დაალაგე წილადები ზრდადობის მიხედვით:
1/15,   4/15,   7/15,   2/15,   10/15, 6/15

2.      დაალაგე კლებადობის მიხედვით:
60/80,    60/90,   60/75,   60/ 100, 60/65

3.      საზამთროს მასა 4 კგ და 500 გრამია, ჩამოაჭრეს 1/5 ნაწილი, რამდენი გრამი საზამთრო დარჩა?

4.      რიცხვით ღერძზე მონიშნე წერტილები:
1/10,  3/10,   5/10,  6/10, 8/10, 10/10, 15/10

5.      დაასახელე სამი შერეულირიცხვი, რომელიც მოთავსებულია 20-სა და 21-ს შორის
6.      მოცემული წილადები წარმოადგინეთ სამი წილადის ჯამის სახით:
7/4=              18/5=

7.      გზის სიგრძე 500 კმ-ია. მგზავრმა გაიარა ამ გზის 2/5 ნაწილი, რამდენი კილომეტრი დარჩა მგზავრს გასავლელი?

8.      იპოვე წილადების ჯამი და სხვაობა:
1/5+ 3/5=        2/7+4/7 =       17/25-4/25=          12/15-4/12=



==============================================================================



                                            შემაჯამებელი სამუშაო N4

1.      დაასახელე მოცემული წილადების ტოლი წილადები:
1/3=                            5/7=                           6/17=


2.      რას უდრის 45-ის 1/5 ნაწილი? 267-ის 2/3 ნაწილი?  275-ის 3/5 ნაწილი?


3.      ამოხსენით განტოლება:  26 x+x-2x=275



4.      არაწესიერი წილადები წარმოადგინე შერეული რიცხვების სახით:
45/10=                              73/8=                                        86/9=

5.      წარმოადგინეთ შერეული რიცხვები არაწესიერი წილადების სახით:
5   8/9=                                  3   4/12=                                  6   35/40

6.      შეადარეთ წილადები:
ა)     7/120         12/120                          ბ)  45/100         45/120

7.      გაამარტივე გამოსახულება და იპოვე მისი მნიშვნელობა:
3x+14x-8x+27,   თუ  x=37





8.      სამკუთხედის ერთი გვერდი 4/5 დმ-ია, მეორე გვერდი 1/5 დმ-ით მეტია პირველ გვერდზე, მესამე კი 2/3 დმ-ით ნაკლებია მეორე გვერდზე.  რას უდრის სამკუთხედის პერიმეტრი?
   

==============================================================================

                                                         შემაჯამებელი სამუშაო N 5

1.      გამოსახე მონაცემები კილოგრამებში
ა) 5 ტ 250 კგ=                          ბ) 21 ც 63 კგ

2.      გამოთვალე კვადრატის ფართობი, თუ მისი გვერდის სიგრძეა 10 სმ

3.      გამოთვალე მართკუთხედის ფართობი, თუ მისი გვერდები 7 სმ და 9 სმ-ია


4.      გამოთვალე პარალელოგრამის ფართობი, თუ მისი ფუძეა 29 სმ და მასზე დაშვებული სიმაღლეა 13 სმ.

5.      პარალელოგრამის ფართობი 128 მ2 -ია, ფუძე კი 16 მ, იპოვეთ პარალელოგრამის სიმაღლე


6.      გამოთვალე მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, თუ მისი მართი კუთხის შემცველი გვერდებია 25 სმ და 14 სმ.

7.      ააგე მართკუთხედი, რომლის ერთი გვერდია 9 სმ, მეორე კი მასზე 5 სმ-ით მოკლეა. იპოვეთ მიღებული მართკუთხედის პერიმეტრი და ფართობი

8.      პარკში ცაცხვის, აკაციისა და ტირიფის ხეებია, ცაცხვი ხეების მთელი რაოდენობის 8/15 ნაწილს შეადგენს, აკაციის ხეები კი მთელი რაოდენობის 4/15 ნაწილს; რამდენი ცაცხვის და აკაციის ხეა პარკში, თუ ტირიფის ხეების რაოდენობა 12-ია? სულ რამდენი ხეა პარკში?



=============================================================================



No comments:

Post a Comment