ჩემს შესახებ

კვლევები






მათემატიკის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული  სირთულეები და ისტ-ტექნოლოგიების როლი ამ სირთულეების დაძლევის პროცესში












„არცერთი ჩვენგანი არ არის ისეთი გონიერი, როგორც ჩვენ ყველანი ერთად“
                                   







სარჩევი

  • 1.      პრობლემა და საკვლევი საკითხი
ა) პრობლემის შერჩევა და მისი არსი
ბ) კვლევის მიზანი


  • 2.      შესავალი
  • 3.      ლიტერატურის მიმხილვა
  • 4.      კვლევის პროცესი
ა) კვლევის ეტაპები
ბ) მეთოდოლოგიის შერჩევა
გ) კითხვარის შედგენა
დ)ინტერნეტ-გამოკითხვა
ე) ინტერნეტ-გამოკითხვის მიმოხილვა
ვ) მოსწავლეებზე დაკვირვება
ზ) დაკვირვების შედეგების შეჯამება

  • 5.      ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები
  • 6.      გამოყენებულილიტერატურა



პრობლემა და საკვლევი საკითხი
კვლევა ჩატარდა აგარის საჯარო სკოლის პარალელურ მეათე კლასებში და კვლევის შედეგები შედარდა ერთმანეთს.
კვლევის ავტორი: მათემატიკის მასწავლებელი მზია დადვანი
პრობლემის არსი: მოსწავლეთა უმრავლესობაში მათემატიკის სწავლა-სწავლების დაბალი ხარისხი და მოტივაცია
კვლევის მიზანია:

  • 1.      დადგინდეს, რატომაა მოსწავლეებში მათემატიკის სწავლა-სწავლების ხარისხი და მოტივაცია დაბალი
  • 2.      როგორ ავამაღლოთ მათემატიკაში მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი და მოტივაცია
  • 3.      დავგეგმოთ მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები ისტ ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით  და მოვახდინოთ შესაბამისი ინტერვენციები
  • 4.      შევაფასოთ მიღებული შედეგები და გამოვიყენოთ შემდგომ კლასებში



                              





                               შესავალი
  განათლების მესვეურები ბევრს ფიქრობენ იმის შესახებ, თუ როგორ აამაღლონ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი და მოტივაცია მათემატიკაში. მრავალი კვლევის შედეგად დგინდება, რომ მათემატიკის სწავლა-სწავლებაში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეთა ცოდნა არ იყოს ზედაპირული
     რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში, როგორ და რა სიხშირითაა მისი გამოყენება სასურველი  სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს მისი გამოყენება მოსწავლეებში-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც საფუძვლად დაედო ამ კვლევას.
    კომპიუტერი 21-ე საუკუნის სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მოსწავლეთა უმრავლესობა თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობს და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი სკოლისგარეშე დროის დიდი ნაწილი კომპიუტერებს უკავშირდება, ამიტომ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი იმაშია, რომ სწორად წარმართოს მოსწავლეთა მიერ კომპიუტერის გამოყენების უნარი, და თუ როგორ მოხდება მოსწავლეთა ამ უნარების მოგეზვა მათ სასარგებლოდ, ეს თითოეულ პედაგოგზეა  დამოკიდებული.
    ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩავთვალე, ჩამეტარებინა კვლევა პარალელურ მეათე კლასებში იმის შესახებ, რამდენად აამაღლებს მოსწავლეებში ისტ-ტექნოლოგიების უფრო ხშირი გამოყენება მათემატიკის სწავლბის ხარისხს და მოტივაციას.
   რატომ ავირჩიე მეათე  კლასი?
    მეათე კლასის მოსწავლეები ისეთ ასაკში არიან, როცა უკეთ აქვთ გააზრებული სწავლის მნიშვნელობა, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ამ ასაკში  ინდომებს და სწავლის შინაგანი მოტივაცია უმაღლდება, თუმცა  რიგ შემთხვევაში მათემატიკის ხარისხიანი სწავლა აღარ გამოსდის უკვე არსებული ჩავარდნების გამო და, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვეღარ ეწევა არსებულ ზღვა მასალას, რაც მოტივაციის დაქვეითებას უწყობს ხელს.
    ამ კლასში კვლევის ჩატარებაში სტიმული იმანაც მომცა, რომ ორ პარალელურ მეათე კლასს ვასწავლიდი, რაც საკითხის უფრო სიღრმისეული კვლევის საშუალებას მაძლევდა და დასკვნებიც უფრო რეალური იქნებოდა.

           ლიტერატურის მიმოხილვა
  „ მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებელმა მრავალგვარ სტრატეგიას შეიძლება მიმართოს, მაგრამ ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივი ჯგუფისა და კონკრეტული მოსწავლის ხასიათის თუ მუშაობის სტილის თავისებურებებს“- ამ სიტყვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  გამოცემული სახელმძღვანელოს „ძირითად დასკვნებში და რეკომენდაციებში“ ამოვიკითხავთ. მასწავლებლისთვის არც ის არაა უცხო, რომ „პედაგოგი სისტემატიურად და გეგმაზომიერად უნდა მუშაობდეს მოტივაციის ამაღლებაზე. ამ ტიპის სამუშაოები მას მიზნობრივად და თანმიმდევრულად უნდა ჰქონდეს დაგეგმილი სასწავლო პროგრამაში“
   ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში საქართველოს სკოლებში ხორციელდება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაბამისი ტრენინგ-კურსი მათემატიკაში, სადაც დეტალურადაა აღწერილი  ვირტუალური საკლასო ოთახის შექმნისა და ამ საკლასო ოთახში სხვადასხვა სახის რესურსების შექმნისა და გამოყენების, მისი გაზიარების შესახებ. ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ კიდევ მეტად დავინტერესდი ამ მასალით. მოსწავლეებზე სხვადასხვა სახის პროგრამების (ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით) შეთავაზებაა შესაძლებელი, რაც აამაღლებს მათი სწავლის მოტივაციას.
    ჟურნალ მასწავლებელში ხშირად იბეჭდება მასწავლებელთა გამოცდილების შესახებ სტატიები, ისინი გვიზიარებენ თავის საუკეთესო გამოცდილებას ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. სისტემატიურად ვეცნობი  ამ მასალებს, რაც კიდევ მეტად მეხმარება ჩემი სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების საკითხში.
                                    
                                    





                                        კვლევის პროცესი
კვლევის ეტაპები

კვლევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
  • ·         საკუთარ  გამოცდილებაზე დაყრდნობით  მოსწავლეთა მიერ მათემატიკაში სწავლის ხარისხის ამაღლებასა და მოტივაციის ცვლილებაზე დაკვირვება პარალელურ კლასებში
  • ·         კითხვარის შედგენა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და მასწავლებელთა მოსაზრებების გათვალისწინებით
  • ·         ინტერნეტ გამოკითხვა (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და სხვა)
  • ·         გამოკითხვის შედეგების მიმოხილვა
  • ·         მოსწავლეებზე დაკვირვება
  • ·         მოსწავლეების გამოკითხვა
  • ·         მოსწავლეთა დაკვირვების შედეგების შეჯამება
  • ·         ისტ ტექნოლოგიების სტრუქტუირებული გამოყენება სასწავლო პროცესში



                                     კითხვარის შედგენა
1.     1.  ვფიქრობ კითხვარში აუცილებლად უნდა ჩამესვა კითხვა ასაკის შესახებ, რადგან სხვადასხვა ასაკის პედაგოგებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ სწავლა-სწავლების პროცესში  ისტ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მათი არგუმენტები, ვინც სკეპტიკურადაა დამოკიდებული ტექნოლოგიების ინტეგრაციასთან სასწავლო პროცესში,  შემოიფარგლება იმით, რომ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით არ უსწავლიათ, მაგრამ ყველა საგანს კარგად სწავლობდნენ თავის დროზე და თუ სწავლა უნდა ბავშვს, ტექნოლოგიების გარეშეც ისწავლის. ეს მოსაზრება ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე წარმოთქვა ასაკიანმა პედაგოგმა და მას  ბევრი დაეთანხმა, რამაც შეშფოთების საფუძველი მომცა.

2.      2. სქესის შესახებ კითხვა არ არის კვლევის პროცესისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა მაინც საინტერესოა, რამდენი მამაკაცი და რამდენი ქალია დაინტერესებული ამ მიმართულებით და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ სქესის კითხვარში ჩასმა

3.   3.      კითხვარში სტატუსის შეტანა საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ამ კვლევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც მასწავლებლების, ასევე მშობლების და მოსწავლეების მოსაზრებას, თუმცა ჩემს  შეზღუდვა არ დამიწესებია და სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ კვლევაში მონაწილეობის საშუალება

4.      4.     „ყველაზე მეტად მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის დაბალ მოტივაციას განაპირობებს
ა) მასწავლებლის არაკომპეტენტურობა 
ბ)  ისტ ტექნოლოგიების ნაკლებად ჩართვა სასწავლო პროცესში
გ)  გადატვირთული პროგრამა
დ)  სხვა

   ამ კითხვის დასმა  ჩემი სამუშაო გამოცდილებითაა განპირობებული:  ბევრი ადამიანისგან მესმოდა სხვადასხვა არგუმენტები მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის დაბალი მოტივაციის შესახებ, მათ შორის იყო ის არგუმენტები, რაც ჩემი კითხვარის პასუხებიდან ჩანს, ამიტომაც მათგან  ამოვარჩიე ის პასუხები, რაც ხშირად ისმოდა კოლეგებისგან, მშობლებისგან, ტელევიზიიდან და პრესიდან. ამ თვალსაზრისით  კვლევის შედეგებიც მრავალფეროვანია.

5.       5.   „საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე ნაკლებად ირჩევენ მეოთხე საგნად მათემატიკას იმის გამო, რომ „
ა) ტესტი  რთულია
ბ) სკოლის მათემატიკის პროგრამა და ეროვნული გამოცდების ტესტები ძირითადად აცდენილია
გ)მოსწავლეები  კონკურენტებად მოიაზრებენ მათემატიკის გაძლიერებული სკოლის მოსწავლეებს
დ) სხვა“

    ბევრი თაობა მყავს გაშვებული და საგრძნობია ის, რომ ეროვნულ გამოცდებზე არჩევით  საგნებს შორის მათემატიკის არჩევან აბიტურიენტთა რაოდენობა  თანდათან იკლებს. ამას გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც ადასტურებს. რაც შეეხება ამ კითხვის სავარაუდო პასუხებს, ესეც საზოგადოების მოსაზრებებიდან შერჩეული პასუხებია, პასუხები, რომლებიც განსაკუთრებულად მხვდებოდა ყურში.

6.      6.     „ყველაზე მეტად მოსწავლეებში მათემატიკის ცოდნას აამაღლებს“
ა) მოსწავლეთა მონდომება
ბ) მასწავლებლის მონდომება
გ) მშობლის მონდომება
დ) სხვა“

  მოსწავლეებში მათემატიკის ცოდნის ამაღლებას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი, მათ შორისაა: მასწავლებლის მონდომებაც, მოსწავლის მონდომებაც და მშობლის მონდომებაც. ამ შეკითხვის ჩასმა ჩემს კითხვარში ამ კითხვარის პასუხებმა გადამაწყვეტინა, პასუხებმა, რომელიც ხშირად მესმოდა სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებთან ურთიერთობის დროს. ზოგი მათგანი ხაზს უსვამდა იმას, რომ თუ ოჯახი არ არის მონდომებული, რომ მისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს, ეს მოსწავლეზე აისახება და სხვა ადამიანების არანაირი მონდომება არ შეცვლის შედეგს, ზოგი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის მიერ მრავალფეროვანი  მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება ყველაზე მეტად უმაღლებს მოტივაციას   მოსწავლეებს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მოსწავლის მონდომებაა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი. პასუხები, რომელიც მივიღე ჩემი კვლევის ამ კითხვარიდან, ადასტურებს საზოგადოების მოსაზრებათა  მრავალფეროვნებას ამ მიმართულებით.

7.       7.     „საგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება:
ა) აამაღლებს მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციას
ბ) არ აამაღლებს მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციას
გ) მოსწავლეთა მათემატიკის სწავლის  მოტივაცია უცვლელი დარჩება
დ) სხვა“
   ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ბევრი მასწავლებელი და მშობელიც თვლის, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში არ თვლის მნიშვნელოვნად და სვამს რიტორიკულ კითხვებს: მათ ტექნოლოგიების გამოყენებით არ უსწავლიათ მათემატიკა თავის დროზე და  ვერ ისწავლეს ეს საგანი? ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის სწავლის დროს დრო არ დაიკარგება? და სხვა. ბუნებრივია, ჩემი რეაქცია კითხვარში ამ კითხვის ჩასმით სწორედ ამ მოტივითაა განპირობებული, გამოკითხვის შედეგმაც არ დააყოვნა და პასუხები, როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც  მრავალფეროვანი მივიღე

8.        8.    „საგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება:
ა) ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მხოლოდ  ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს მათემატიკის ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებას 
ბ) ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და ასევე  უზრუნველყოფს მათემატიკის ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებას
გ) ვერც ცოდნის დაგროვებას უზრუნველყოფს და ვერც ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელი უნარების განვითარებას 
დ) სხვა“

    ამ შეკითხვის დასმა ერთი ჩემი კოლეგის მოსაზრებამ გადამაწყვეტინა, რომლის აზრითაც ტექნოლოგიების გამოყენება არ შეუწყობს ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებას მათემატიკაში.  ბუნებრივია, ამ მოსაზრებამ დამაფიქრა და მაფიქრებინა,  თამაშით სწავლა და ტექნოლოგიების გამოყენება ხომ არ წამართმევს დროს  მოსწავლეებში მათემატიკის ფაქტობრივი ცოდნის დაგროვების პროცესში.

   კიდევ ბევრი შეკითხვა შეიძლებოდა შემეტანა  კვლევაში, რომლებიც აქტუალურია და რომელთა პასუხებიც ჩემი პრობლემის გადაჭრაში დამეხმარებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისად მივიჩნიე 8 კითხვისგან შემდგარი კითხვარი გამეშვა ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებების დასადგენად, თანაც საზოგადოების ჩართვა მოკლე კითხვარით უფრო იქნებოდა შესაძლებელი.

                          

                        ინტერნეტ-გამოკითხვა 

    ქვემოთ  ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგები წრიული და სვეტოვანი  დიაგრამების საშუალებითაა   წარმოდგენილი:





























                                 
                    ინტერნეტ-გამოკითხვის მიმოხილვა


  ჩემს მიერ ინტერნეთ-სივრცეში გაგზავნილ კითხვარს 86 ადამიანი გამოეხმაურა და მიიღო კვლევაში მონაწილეობა, მათგან დაახლოებით 70 % მასწავლებელია, 9 %-მშობელი, 6%-მდე მოსწავლე და 15 %-სხვები.  გამოკითხულთა უმრავლესობა 40-დან 60 წლამდე ასაკისაა, შემდეგ პროცენტულად 20-დან-40 წლამდე ასაკზე მოდის, 20-წლამდე და 60 წლის ზემოთ-გამოკითხულთა მცირე პროცენტია. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქალბატონები (უმრავლესობა), ასევე მამაკაცებიც (8-10 ).
    გამოკითხულთა ყველაზე მეტი პროცენტი თვლის, რომ მათემატიკის სწავლების დაბალ მოტივაციას ყველაზე მეტად განაპირობებს „გადატვირთული პროგრამა“-33 %, „მასწავლებლის არაკვალიფიციურობა“-ს ასახელებს  გამოკითხულთა 25 %, „ტექნოლოგიების გამოყენების სიმწირეს“ ასახელებს-23 %, სხვა მიზეზს-გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი.
   კითხვაზე „საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე  რა მიზეზით ირჩევენ მეოთხე საგნად მათემატიკას ნაკლებად“, გამოკითხულთა 37 %-ზე მეტმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი „ტესტის სირთულეა“, გამოკითხულთა დაახლოებით 28 % თვლის, რომ „მოსწავლეები  კონკურენტებად მოიაზრებენ მათემატიკის გაძლიერებული სკოლის კურსდამთავრებულებს“, 20 %-მდე რესპოდენტი ფიქრობს, რომ სასკოლო პროგრამა და ეროვნული გამოცდების პროგრამა მათემატიკაში აცდენილია, დანარჩენ 15 %-ს  კი სხვა მოსაზრება აქვს.
    კითხვაზე „ყველაზე მეტად მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის ხარისხს  რა უფრო აამაღლებს?“, გამოკითხულთა თითქმის 56 % პასუხობს „მოსწავლეთა მონდომება“-ს, 27 %-მდე პასუხობს: „მასწავლებლის მონდომებას“, ძალიან მცირე % კი პასუხობს „მშობლის მონდომებას“
    საგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენების შესახებ კითხვის პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა უმრავლესობა (65 %) თვლის, რომ „აამაღლებს მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციას“, 18 % ფიქრობს, რომ „მოსწავლეთა მოტივაცია უცვლელი დარჩება“,  გამოკითხულთა 10 %-მდე თვლის, რომ „მოსწავლეთა მათემატიკის სწავლის მოტივაცია არ ამაღლდება“, დანარჩენი არ იზიარებს ამ მოსაზრებებს.
     რა უნარებს ავითარებს ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 65 % ფიქრობს, რომ ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება  „ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და ასევე  უზრუნველყოფს მათემატიკის ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებას“, 23 % ფიქრობს, რომ „ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მხოლოდ  ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს მათემატიკის ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებას “, 9 % კი თვლის, რომ „ისტ ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენება ვერც ცოდნის დაგროვებას უზრუნველყოფს და ვერც ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელი უნარების განვითარებას“, დანარჩენებს კი სხვა მოსაზრება აქვს.
     

   
                          
                    
                           მოსწავლეებზე დაკვირვება


    მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად მრავალფეროვანი პასუხები მივიღე სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ,  გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ინოვაციური მეთოდი შემეთავაზებინა და დავკვირვებოდი მოსწავლეთა სწავლის პროცესს. მოსწავლეები დავარეგისტრირე სოციალურ საგანმანათლებლო ქსელ edmodo-ზე, შევქმენი კლასები (მე-10-ე  ა და მე-10-ე  ბ) და ნელნელა დავიწყე საგაკვეთილო პროცესში ამ სახით ტექნოლოგიების დანერგვა.  მოსწავლეთა პირველმა რეაქციებმა: „მასწავლებელო, რა საინტერესოა“, „კიდევ როდის გამოგვიგზავნით ქვიზს“, „კიდევ რა ვიდეოს გამოგვიგზავნით“, „რომელ საათზე გვაქვს „პაემანი“ edmodo-ზე“ და სხვა, მეც წამახალისა და სტიმული მომცა; მივხვდი, რომ „მიზანში მოვარტყი“ და,  რომ მე და ჩემ მოსწავლეებს წინ საინტერესო სასწავლო პროცესი გველოდა. 
    მოსწვლეებს ედმოდოზე ვუგზავნი ვიდეოს „ხანის აკადემიიდან“, რომელსაც სახლში უსმენენ და გაუგებარ საკითხებს საგაკვეთილო პროცესში ვიხილავთ, ანუ ედმოდოს გამოყენება მოსახერხებელია „შებრუნებული საკლასო ოთახი“-ს მეთოდით სწავლების პროცესში; მაგალითად: მიმდევრობების შესახებ ვიდეო ლექცია მოსწავლეებმა მოისმინეს სახლში, შემდეგ ერთერთი მსურველი გვიყვება, რა გაიგო ამ თემიდან, ასევე გვეუბნება, რა იყო მისთვის ბუნდოვანი, რასაც ერთობლივად ვიხილავთ და  შესაბამისი სავარჯიშოების განხილვის შემდეგ  სიღრმისეულად ამოვწურავთ  საკითხს. 
   ასევე, მოსწავლეებს ედმოდოს ქსელში ეგზავნებათ Power-Point-ში გამზადებული პრეზენტაცია ;  მაგალითად:








„დებულებების“ თემის შესწავლისას დებულებების ტიპების  შესახებ და ამ დებულებების ჭეშმარიტება-მცდარობის შესახებ გამზადებული პრეზენტაცია გაეგზავნათ  და ამ პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეედგინათ ერთ-ერთი დებულების შესაბამისი სამივე ტიპის დებულება, ასევე თვითონ მოეფიქრებინათ და შეედგინათ დებულებები და დაეპოსტათ ჯგუფში (გაეზიარებინათ კლასელებისთვის):







  მოსწავლეები ედმოდოზე ასრულებენ წინასწარ გამზადებულ ქვიზს, რომელიც არის საკითხის შემაჯამებელი ან თემის შემაჯამებელი, ასევე კვირაში ერთხელ საშინაო დავალებას ასრულებენ ედმოდოზე, რომელსაც ვეცნობი და ვაკვირდები მოსწავლეთა აქტივობას, მათ წინსვლას, ვაკვირდები მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროფილს და კლასის მიმდინარე პროფილს, რომელსაც პროგრამა თვითონ მაძლევს და მეორე დღეს შესბამისად ვგეგმავ საგაკვეთილო პროცესს (საჭიროების შემთხვევაში ვახდენ უკვე დაგეგმილი გაკვეთილის მოდიფიცირებას):




    მოსწავლეებს გავაცანი პროგრამები: desmos.com   და  Geogebra.org, სადაც ისინი  ასრულებენ ნახაზებს და აზიარებენ საგანმანათლებლო სოციალურ ქსელში, ისინი ეცნობიან ერთმანეთის ნამუშევრებს. მოსწავლეებს ასევე ეგზავნებათ ამ პროგრამებში ჩემ მიერ შექმნილი ან უკვე არსებული  რესურსები დემონსტრირებისათვის.
   ედმოდო მოსახერხებელია ასევე  მოსწავლეთა გამოკითხვის მიზნით,  ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მათი შეხედულებისა და  მოსაზრების დასადგენად. მაგალითად: მოსწავლეებს გავუგზავნე შეკითხვა  სავარაუდო პასუხებით:
„ კომპიუტერის საშუალებით დავალებები:
ა) სახალისოა 
ბ) არ არის სახალისო
გ) სულერთია“
  ამ კითხვაზე მოსწავლეთა 90 %-მა გამცა პასუხი, რომ კომპიუტერის საშუალებით დავალებების შესრულება მათთვის არის სახალისო, ხოლო დაახლოებით 10 %-სთვის _ „სულერთია“, 0 %-სთვის -„არ არის სახალისო“


     

             მოსწავლეებზე  დაკვირვების შეჯამება

   ზემოთ არსებული გამოკითხვისა და მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების საგაკვეთილო პროცესში დანერგვას სისტემური და სტრუქტუირებული სახე უნდა მიეღო. მოსწავლეებთან შეთანხმებით დადგინდა, რომ :
·         საშინაო დავალებებს ისინი „ედმოდოს“ გამოყენებით შეასრულებდნენ კვირაში ერთხელ მასწავლებლის მიერ შექმნილი ქვიზის საშუალებით. ეს ქვიზი იქნებოდა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამება
·         კვირაში ერთხელ მოსწავლეები ახალ ცოდნას მიიღებდნენ ე.წ. „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის გამოყენებით (მათ ვიდეო გაეგზავნებოდათ სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“ )
·          შემაჯამებელი სამუშაოებიდან სემესტრში ერთ ან ორ შემაჯამებელს შეასრულებდნენ „ედმოდოზე“ შექმნილი ქვიზის საშუალებით, რაც მოიცავს 5 ტიპის დავალებებს: არჩევითპასუხიანს, მოკლეპასუხიანს, შესაბამისობის დავალებას, გამოტოვებული ადგილის შევსებას და „სწორია-არასწორია“ ტიპის დავალებებს
·         „დესმოსზე“ და „გეოგებრაზე“ რესურსების შექმნა და „ედმოდოზე“ გაზიარება საჭიროების შემთხვევაში

   ასეთი სტრუქტურის შექმნა და საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენების გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა საჭიროდ ჩავთვალე, რათა შენარჩუნდეს ის მოტივაცია მოსწავლეებში, რაც გამოიხატა მათ გამონათქვამებში და მათ აქტიურობაში სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“

                                        


          ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები
   
               სასურველია, რომ

1.      მასწავლებელმა ისტ ტექნოლოგიები გამოიყენოს მრავალფეროვანი მიზნებისათვის სხვადასხვა აქტივობებში. ქვემოთ ჩამოთვლილია, როდის და რა სახით შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ან მოსწავლემ ისტ ტექნოლოგიები:
  • ·         მასწავლებელი იყენებს წინასწარ გამზადებულ ისტ რესურსებს საგაკვეთილო პროცესში
  • ·         მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (დიაგრამებს, გრაფიკებს) საგაკვეთილო პროცესის დროს და აზიარებენ საგანმანათლებლო სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“
  • ·         მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს არასაგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით და აზიარებენ „ედმოდოზე“
  • ·         მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში და აზიარებენ „ედმოდოზე“
  • ·          მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ
  • ·         მასწავლებელი იყენებს  ისტ რესურსებს სადემონსტრაციოდ და საჭიროების შემთხვევაში აზიარებს „ედმოდოზე“
  • ·         მასწავლებელი იყენებს  ისტ რესურსებს პრეზენტაციისთვის

2. მასწავლებლებმა სამუშაო შეხვედრებზე გაუზიარონ ერთმანეთს ისტ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საუკეთესო გამოცდილება

·         „ედმოდოზე“ მუშაობა
·         „დესმოსზე“ მუშაობა
·         „გეოგებრაზე“ მუშაობა
·         საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება

3. მოსწავლეებს ჩაუტარდეთ დამატებითი შეხვედრები ისტ-ის საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების გაცნობასთან დაკავშირებით ან საგანმანათლებლო პორტალზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით

·         „ედმოდოზე“ მუშაობა
·         „დესმოსზე“ მუშაობა
·         „გეოგებრაზე“ მუშაობა
        




გამოყენებული ლიტერატურა

1.      ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ტრენინგ-კურსი: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“, 2016 წ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2.      ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ტრენინგ-კურსი: „ მათემატიკის საგნობრივი მოდული“, 2017 წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
3.      საგანმანათლებლო სოციალური ქსელი „ედმოდო“ და სხვა პროგრამები
4.      სასწავლო და პროფესიული გარემო, „საქართველოს მაცნე“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008 წ.
5.      სწავლება და შეფასება, „საქართველოს მაცნე“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008 წ.






               დაბა აგარის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:
                                                             მზია დადვანი
                                                                  2018 წ

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                           


                               კვლევის რეფლექსია
      2017 წლის ოქტომბრის თვეში დავიწყე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „მათემატიკის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები და ისტ-ტექნოლოგიების როლი ამ სირთულეების დაძლევის პროცესში“. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მუდმივ პრობლემად რჩება მათემატიკის სწავლებაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მისი შენარჩუნება.

   კვლევის მიზანი იყო:
1. დადგინდეს , რატომაა მოსწავლეებში მათემატიკის სწავლა-სწავლების ხარისხი და მოტივაცია დაბალი
2. როგორ ავამაღლოთ მათემატიკაში მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი და მოტივაცია
3. დავგეგმოთ მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები ისტ ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით და მოვახდინოთ შესაბამისი ინტერვენციები
4. შევაფასოთ მიღებული შედეგები და გამოვიყენოთ შემდგომ კლასებში
 
       კომპიუტერი 21-ე საუკუნის სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მოსწავლეთა უმრავლესობა თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობს და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი სკოლისგარეშე დროის დიდი ნაწილი კომპიუტერებს უკავშირდება, ამიტომ ჩვენი, როგორც ფასილიტატორთა როლი იმაშია, რომ სწორად წარვმართოთ მოსწავლეთა მიერ კომპიუტერის გამოყენების უნარი, და თუ როგორ მოვგეზავთ მოსწავლეთა ამ უნარებს მათ სასარგებლოდ, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩავთვალე, ჩამეტარებინა კვლევა პარალელურ მეათე კლასებში იმის შესახებ, რამდენად აამაღლებს მოსწავლეებში ისტ-ტექნოლოგიების უფრო ხშირი გამოყენება მათემატიკის სწავლბის ხარისხს და მოტივაციას.
       პირველ საკითხთან დაკავშირებით ჩავატარე ინტერნეტ გამოკითხვა, რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. გამოკითხვის შედეგები დიაგრამის საშუალებითაა წარმოდგენილი თითოეული კითხვის მიხედვით ცალ-ცალკე.
     მეორე საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები დავარეგისტრირე საგანმანათლებლო სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობებს ვასრულებდით. კვლევის პროცესში მოსწავლეებს ვაკვირდებოდი სხვადასხვა მიმართულებით: ვაკვირდებოდი, რამდენად ეხალისებოდათ კომპიუტერის საშუალებით სწავლის პროცესი რომელი უფრო სახალისო იყო: შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენება თუ ქვიზების შესრულება, ჩემ მიერ შექმნილი რესურსის გაგზავნა და მისი გაცნობა თუ მათ მიერ შექმნილი რესურსების ურთიერთგაზიარება, პრეზენტაციებზე მუშაობა თუ სხვადასხვა პროგრამებში (გეოგებრაზე და დესმოსზე) რესურსის შექმნა. მოსწავლეებს ყველაფერი ახალისებდათ და მეც მრავალნაირად ვცდილობდი კომპიუტერის გამოყენებას.
    კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების საგაკვეთილო პროცესში დანერგვას სისტემური და სტრუქტუირებული სახე უნდა მიეღო. მოსწავლეებთან შეთანხმებით დადგინდა, რომ :
• საშინაო დავალებებს ისინი „ედმოდოს“ გამოყენებით შეასრულებდნენ კვირაში ერთხელ მასწავლებლის მიერ შექმნილი ქვიზის საშუალებით. ეს ქვიზი იქნებოდა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამება
• კვირაში ერთხელ მოსწავლეები ახალ ცოდნას მიიღებდნენ ე.წ. „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის გამოყენებით (მათ ვიდეო გაეგზავნებოდათ სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“ )
 • შემაჯამებელი სამუშაოებიდან სემესტრში ერთ ან ორ შემაჯამებელს შეასრულებდნენ „ედმოდოზე“ შექმნილი ქვიზის საშუალებით, რაც მოიცავს 5 ტიპის დავალებებს: არჩევითპასუხიანს, მოკლეპასუხიანს, შესაბამისობის დავალებას, გამოტოვებული ადგილის შევსებას და „სწორია-არასწორია“ ტიპის დავალებებს
• „დესმოსზე“ და „გეოგებრაზე“ რესურსების შექმნა და „ედმოდოზე“ გაზიარება საჭიროების შემთხვევაში
 • ინტერვენცია: ასეთი სტრუქტურის ფარგლებში ზემოთ დასახელებულ კლასებში და სხვა კლასებშიც, რომლებსაც ვასწავლი, გავაგრძელო სწავლა-სწავლება ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო სოციალური ქსელის დახმარებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
       
          ჩემი კვლევის შედეგები გავაცანი ჩემ კოლეგებს სამუშაო შეხვედრაზე, მათ მოიწონეს კვლევის შედეგები და დაინტერესდნენ ედმოდოს გამოყენების შესაძლებლობებით. განსაკუთრებული მოწონება  ჩემმა  დასკვნებმა  და რეკომენდაციიებმა დაიმსახურა, ესენია:
  1. მასწავლებელმა ისტ ტექნოლოგიები გამოიყენოს მრავალფეროვანი მიზნებისათვის სხვადასხვა აქტივობებში.
   ქვემოთ ჩამოთვლილია, როდის და რა სახით შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ან მოსწავლემ ისტ ტექნოლოგიები:
 • მასწავლებელი იყენებს წინასწარ გამზადებულ ისტ რესურსებს საგაკვეთილო პროცესში • მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (დიაგრამებს, გრაფიკებს) საგაკვეთილო პროცესის დროს და აზიარებენ საგანმანათლებლო სოციალურ ქსელ „ედმოდოზე“
 • მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს არასაგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენებითდა აზიარებენ „ედმოდოზე“
 • მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში და აზიარებენ „ედმოდოზე“
 • მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ
• მასწავლებელი იყენებს ისტ რესურსებს სადემონსტრაციოდ და საჭიროების შემთხვევაში აზიარებს „ედმოდოზე“
 • მასწავლებელი იყენებს ისტ რესურსებს პრეზენტაციისთვის

 2. მასწავლებლებმა სამუშაო შეხვედრებზე გაუზიარონ ერთმანეთს ისტ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საუკეთესო გამოცდილება
• „ედმოდოზე“ მუშაობა
• „დესმოსზე“ მუშაობა
• „გეოგებრაზე“ მუშაობა
 • საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება

 3. მოსწავლეებს ჩაუტარდეთ დამატებითი შეხვედრები ისტ-ის საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების გაცნობასთან დაკავშირებით ან საგანმანათლებლო პორტალზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით
 • „ედმოდოზე“ მუშაობა
• „დესმოსზე“ მუშაობა
 • „გეოგებრაზე“ მუშაობა

 მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ინტერვენცია მნიშვნელოვანწილად ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ყველა ოჯახს არ აქვს ინტერნეტი (ეს რისკი არსებობს), მაგრამ კომპიუტერის საშუალებით სწავლების დანერგვა მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ამიტომ მომდევნო კლასებშიც ვიმუშავებ ამ მიმართულებით

            პატივისცემით აგარის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
                                                                            მზია დადვანი
                                                                                 24.06.2018 წ.




No comments:

Post a Comment