ჩემს შესახებ

მასწავლებელთა კონფერენციები


1.

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის პირველი ეროვნული კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნების პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ:


  • ·         ქართული ენისა და ლიტერატურის;
  • ·         მათემატიკის;
  • ·         საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
  • ·         ხელოვნების;
  • ·         დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები.

თითოეულმა მომხსენებელმა კოლეგებს მის მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინა და საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 500-მდე განაცხადიდან 107 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.
კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ქუთისისა და ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის და ქობულეთისა და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

   ჩემი მოხსენება იყო „მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში მათემატიკის სწავლებისას“ შესაბამისი პრეზენტაციით



       



   _ _ _ _ _ _ __ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ ___ __ _ ___ _ __ _ _ _ _ _
                                           _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ __ _ _ _ __ _ _ _ _ _
                                                                    ___ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _
                                                                                    _ _ _ _





      ===================================================================









==================================================================















===============================================================


  
                                                                    სერთიფიკატი
=================================================================

     


                                                                      2.
აგარის საჯარო სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია


         აქ თქვენ იხილავთ:


                              
= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

                       

  
         განცხადება
   2012 წლის 25 დეკემბერს, 11 საათზე   დაბა აგარის საჯარო სკოლაში ტარდება კონფერენცია

დღის წესრიგი:
1.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობების გაცნობა
               მომხსენებელი: მ.დადვანი
2.  სქემაში ჩართული მასწავლებლის ერთ-ერთი აქტივობის-საგანმანათლებლო პროექტის გაცნობა
              მომხსენებელი: ე.მარგველაშვილი
3.  მასწავლებლის პორთფოლიოს შექმნა
             მომხსენებელი: მ.ხარაული

  __ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ __ _ 


     
    
                  
                                  
                   
          
             ამ ვიდეოდან ჩანს მომდევნო კონფერენციის ჩატარების საჭიროება                                                           (გამოიკვეთა თემა)


                                   


            კითხვარი
·         იყო თუ არა დღევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი საკითხები თქვენთვის სიახლე:
1.      იყო                                   2. არ იყო                                          3.   ნაწილობრივ იყო
·         მომხსენებელთა გამოსვლების შემდე გაგიჩნდათ თუ არა სურვილი მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში ჩართვისა:
1.        სურვილი გამიჩნდა              2.  სურვილი არ მაქვს        3. დაფიქრება მჭირდება
·         რა საკითხების მოსმენას ისურვებდით მომავალ კონფერენციაზე (რა დავგეგმოთ)
    1. აქტივობების გაშლა ზოგადად           2.  კონკრეტული აქტივობების გაშლა               3.არცერთი
·         იქნებით თუ არა მომავალში დაგეგმილი კონფერენციების აქტიური მსმენელი
    1.  ვიქნები            2.  არ ვიქნები          3. არ ვიცი


      _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __  _ _ _ _ __ _ __ _ _


                   კონფერენციის ანგარიში
ჩატარების ადგილი:                                აგარის საჯარო სკოლა
კონფერენციის ჩატარების თარიღი:    25.12. 12 წ.
საინიციატივო ჯგუფი, სქემაში ჩართული პედაგოგები:
·         მზია დადვანი-მათემატიკის მასწავლებელ
·         მარინე ხარაული-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
·         ელისო მარგველაშვილი-მათემატიკის მასწავლებელი
კონფერენციის საკითხები:

  •          მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობების გაცნობა
                                          მომხსენებელი: მ. დადვანი

  •       მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა
                                          მომხსენებელი: მ. ხარაული

  •        სქემაში ჩართული მასწავლებლის ერთ-ერთი აქტივობის-საგანმანათლებლო პროექტის გაცნობა
                                            მომხსენებელი: ე. მარგველაშვილი
კონფერენციის ჩატარების მიზანი:
·         მასწავლებელთა ინფორმირება
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისათვის მათი მოტივაციის ამაღლება
·         გამოცდილების გაზიარება
რეზიუმე:
    მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩავერთეთ, კოლეგები ხშირად გვისვამდნენ კითხვებს იმ საკითხების ირგვლივ, რაც სქემაში ჩართვას შეეხებოდა. თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე გვიხდებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ;  კოლეგების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნილება, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, ამიტომაც  დაიბადა კონფერენციის ჩატარების იდეა. დავთქვით დღე და დავიწყეთ ზრუნვა კონფერენციის ჩასატარებლად.  ავირჩიეთ საკითხები, მოვამზადეთ პრეზენტაციები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შევადგინეთ კითხვარები დამსწრე მასწავლებლებისათვის, რომ მათი აზრებიც გაგვეთვალისწინებინა სამომავლოდ, გავამზადეთ განცხადება კონფერენციის ჩატარების შესახებ და ერთი კვირით ადრე გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილას, დავრეკეთ მეზობელ სკოლებში.
ასევე, გავამზადეთ ციფრული-ვიდეოგადამღები, რათა დოკუმენტირებაში ხელი არ შეგვშლოდა.
ხოლო, რაც შეეხება პრეზენტაციის დღისთვის მომზადებას, რომ არ შეგვქმნოდა ტექნიკური პრობლემები, დავადგინეთ, ელექტრო-ენერგიის გამორთვას ხომ არ ექნებოდა ადგილი (სწორედ იმ დღეებში მიმდინარეობდა ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები)
    კონფერენციაზე მოვიწვიეთ  მეზობელი სკოლის სერთიფიცირებული მასწავლებლები: სოფ.ქვენატკოცის საჯარო სკოლის, სოფ.ურბნისისა და სოფ. ფცის საჯარო სკოლის პედაგოგები. 
    კონფერენციის  შემდეგ გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სქემაში ჩართვა საინტერესო,  თუმცა, თუ აქამდე არ ჰქონდათ ამის სურვილი, კონფერენციის შემდეგ უფრო მოტივირებულები  გახდნენ და  ბევრმა მათგანმა იქვე მიიღო სქემაში ჩართვის  გადაწყვეტილება, ამასთან გამოთქვეს სურვილი, ჩვენ კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება და საჭიროების შემთხვევაში გავუწიოთ ინდივიდუალური დახმარება.
    კითხვარის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ  მსმენელთაგან მხოლოდ ერთს არა აქვს სურვილი სქემაში ჩართვისა, დანარჩენები გამოთქვავენ სურვილს მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში ჩართვისა.


   ამასთან, კონფერენციაზე  და ასევე კითხვარის შინაარსის გააანალიზებისას გამოიკვეთა მომავალი კონფერენციის თემატიკა, რაც აქტივობების უფრო დაკონკრეტებასა და კონკრეტული აქტივობების გაშლას გულისხმობს.




                                                                          მათემატიკის მასწავლებელი: მზია დადვანი

                                                                                                                25.12.12 წ.



                   



                         


                                                   3.

                           მასწავლებელთა კონფერენცია ევროპულ სკოლაში                                        



====================================================================






======================================================================







======================================================================




========================================================================






=================================================================
=========================================
==================
====

  • ეროვნული ფორუმი კომპლექსური დავალებების დანერგვის პროცესში-2020 წელი





  • ქარელი-ხაშურის ცენტრის ფორუმი-2021 წ
ქარელის კონფერენცია-2022 წ
ხაშურის კონფერენცია-2022 წ.
ეროვნული კონფერენცია-2022 წ.





                                                                 
      

No comments:

Post a Comment