ჩემს შესახებ

Wednesday, October 17, 2012

პროექტის გეგმა:"წრფივი დაპროგრამება და ბიზნეს-გეგმა"

 პროექტი: "წრფივი დაპროგრამება და ბიზნეს-გეგმა"


პროექტის სახელწოდება: „წრფივი დაპროგრამება და ბიზნეს-გეგმა”
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მათემატიკის გამოყენება პრაქტიკაში,
კერძოდ,ბიზნესში

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებისათვის პროექტი აქტუალურია
იმდენად,რამდენადაც მათ არ აქვთ კარგად გათავისებული მათემატიკის მჭიდრო
კავშირი სხვადასხვა დარგებთან

პროექტის მიზნები:
· პრობლემის დაძლევა მათემატიკის გამოყენებით
· კვლევა-ძიების უნარის განვითარება
· საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის განვითარება
· გუნდური მუშაობის უნარის განვითარება
· შესრულებული სამუშაოს ისტ-ის საშუალებით პრეზენტაციის უნარის განვითარება
· მოტივაციის ამაღლება
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წლის (მე-11-ე კლასის მოსწავლეები)
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ბიზნეს-გეგმები (გათვლილი მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯებზე)
· ბროშურები
· ფოტოები
· ერთ-ერთი ჯგუფის ბიზნეს-გეგმის უშუალო შედეგი: მეგობრისათვის დაიბეჭდა
ლექსების კრებული

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
· კომპიუტერი
· პროექტორი
· XI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე და სხვა)
· ცარცი, დაფა, ქაღალდი
· ინტერნეტი
· ადამიანური რესურსები (შესაბამისი ბიზნესის მქონე მენეჯერები)

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. თემის: „წრფივი დაპროგრამების ამოცანების“ შეჯამება (რა ეტაპები უნდა
გავიაროთ ამ ტიპის ამოცანების ამოსახსნელად)
აქტივობა 2. კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად ინტერესების მიხედვით და ვაწვდი
ბიზნეს-გეგმისათვის სხვადასხვა იდეებს. ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ სფეროს
(მაგ.:ქათმის წარმოება, ავეჯის დამზადება, სხვადასხვა სახის მეტალო-პლასტმასის
კარ-ფანჯრების დამზადება და სხვა)
აქტივობა 3. მოსწავლეები ირჩევენ სასურველ ბიზნესს, იძიებენ მასალას თავისი
სფეროს შესაბამისად გამოკითხვით, ინტერნეტით თუ სხვა გზით (მაგალითად:
საშუალოდ რამდენი და რა სახის საკვებია საჭირო ერთი ქათმის გამოსაკვებად
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა წონას მიაღწევს ამ პერიოდში ქათამი და ა.შ.)
აქტივობა 4. მოცემული შეზღუდვების პირობებში ადგენენ წრფივ განტოლებათა
სისტემას და ხსნიან მას. ასევე იძლევიან ამ განტოლებათა სისტემის გეომეტრიულ
ინტერპრეტაციას, პოულობენ ოპტიმალურ წერტილს და იღებენ შესაბამის
კოორდინატებს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს შესაბამისი საწარმოებელი პროდუქტის
ოპტიმალური რაოდენობის დადგენას (მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური
მოგების მიღებას).
აქტივობა 5. მოსწავლეები აფორმებენ ჩატარებულ სამუშაოს სლაიდების საშუალებით
და ემზადებიან პრეზენტაციისათვის
აქტივობა 6. მოსწავლეები ამზადებენ ბროშურებს და რეკლამას უკეთებენ თავიანთ
მოდელირებულ ბიზნესს
აქტივობა 7. ჯგუფები პრეზენტაციით (power-point-ის საშუალებით) წარსდგებიან
პარალელური კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე
აქტივობა 8. ერთ-ერთი ჯგუფი უშუალოდ გვაძლევს შედეგს: მოსწავლეებმა მოახდინეს
ჯგუფის ბიზნეს-გეგმის რეალიზება, კერძოდ მოიძიეს თანხა და აწარმოეს მოლაპარაკება
ერთ-ერთ კერძო სტამბასთან მეგობრისათვის ლექსების კრებულის გამოცემასთან
დაკავშირებით

საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი (ეკონომიკასთან და
ე.ს.გ.-სთან):
XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
XI.4. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემების
გადაწყვეტა
XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების
მოპოვება

პროექტის ხელმძღვანელი: მზია დადვანი



     _________________________________________________________________________


ანგარიში ღონისძიების (პრეზენტაციის) ჩატარების შესახებ

ღონისძიების (პრეზენტაციის) ჩატარების დღე: 5 აპრილი
სკოლა:    აგარის საჯარო სკოლა                              კლასი:     XI
მასწავლებელი: მზია დადვანი                                 საგანი: მათემატიკა

ძირითადი თემა/საკითხი: წრფივი დაპროგრამების ამოცანები
მისაღწევი შედეგები:
·          მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური ინტერპრეტაციისა  და მათი ამოხსნის უნარი
·         მოსწავლეები დაინახავენ მათემატიკის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
·         მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ის გამოყენებას პრეზენტაციის დროს
·         ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
·         ბიზნეს გეგმის შედგენა და მისი პრეზენტაცია ჯგუფების მიხედვით
ძირითადი სასწავლო რესურსები:
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         XI  კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო
·         ცარცი, დაფა
·         ფლიპჩართი ან ფორმატის ქაღალდი

რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს?
·         ვფიქრობ,რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შედეგს მიაღწიეს
უფრო მეტად რომელი შედეგის მიღწევით ხართ კმაყოფილი?
·         მოტივაციით
·         პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირის დანახვით
    რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
·         ყველა მოსწავლე  აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის პროცესში
·         მოსწავლეებმა მოახდინეს ერთ-ერთი ჯგუფის ბიზნეს-გეგმის რეალიზება, კერძოდ, მოიძიეს თანხა და აწარმოეს მოლაპარაკება ერთ-ერთ სტამბასთან მეგობრისთვის ლექსების კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით
      
რა აითვისეს მოსწავლეებმა?
·         მოსწავლეებმა განიმტკიცეს წრფივი დაპროგრამების ამოცანების ამოხსნის გზები
·         პრაქტიკული  ამოცანების მათემატიკური ინტერპრეტაცია
·          ამ ტიპის ამოცანების გეომეტრიული ინტერპრეტაცია

უფრო მეტად რა უნარების განვითარება იკვეთება?
·         გუნდური მუშაობის უნარი
·          პრეზენტაციის უნარი
·         საზოგადოებასთან ურთიერთობა




P.S. ამ გაკვეთილის ჩატარების შემდეგ დაიბეჭდა XI  კლასის მოსწავლის ნინო ელიაშვილის ლექსების კრებული

                                                                               5.04.2012 წ.





No comments:

Post a Comment