ჩემს შესახებ

Friday, January 17, 2014

პროექტი: "ჩემი სკოლა ჩემი სახლია"



                         







    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _





პროექტი: "ჩემი სკოლა ჩემი სახლია"
პროექტის სახელწოდება: „ჩემი სკოლა ჩემი სახლია“
პრობლემის განსაზღვრა:
·         21-ე საუკუნის სკოლა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ აღიქმება  სასურველ გარემოდ
(მოსწავლეების წინაშე დგას საკითხი-არის თუ არა სკოლა თითოეულისთვის სახლი)
·         მოსწავლეებს უჭირთ სხვადასხვა დისციპლინებში მიღებული  ცოდნის რეალურ ვითარებაში გამოყენება;
·         მრავალმხრივი თვითგამოხატვისა და კოლაბორაციული  უნარების დეფიციტი.

საგანთა ჯგუფი: მათემატიკა, მშობლიური ენა და ლიტერატურა, ისტ-ი
პროექტის ავტორები: მზია დადვანი და მარინე ხარაული
პროექტის მონაწილეები: 13-14 წლის VII კლასის 31 მოსწავლე
ვადები: 2013 წლის 10 თებერვალი-2013 წლის 10 მაისი
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული, ფლეშკები, საზომი საშუალება (ე.წ. „მეტრიანი“), დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდები, მარკერები, სტენდი, სააქტო დარბაზი
პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასშტაბისა და პროპორციის შესახებ მიღებული ცოდნის რეალურ ვითარებაში გამოყენება
·         მოსწავლეება შეძლონ მონაცემების შეგროვება, კლასიფიკაცია და ხელსაყრელი სახით წარმოდგენის შესახებ ცოდნის გამოყენება, შემდეგ მისი ანალიზი და შეფასება
·         მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ტექნოლოგიებისა და სხვა ინტელექტუალური საშუალებების  ეფექტიანად გამოყენებას;
·         მოსწავლეებმა შეძლონ საკლასო დისკუსიაში მონაწიელეობის მიღება-წარმართვა და ზეპირი კომუნიკაციების შესაბამისი გამოყენება;
·         შექმნან თხრობითი ხასიათის ტექსტი ენობრივი ნორმების დაცვით, მოამზადონ საინფორმაციო წერილი  სკოლის გაზეთისათვის და დაიცვან ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელი სტილი და ფორმა
·         განუვითარდეთ თანამშრომლობის უნარი;
·         შეძლონ ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა-პრეზენტაცია აუდიტორიის გათვალისწინებით;
·         ქმნიან ელექტრონულ ბლოგს.


ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მათ. VII.4.მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს და იყენებს მათ ამოცანების ამოხსნისას
მათ.VII.10. მოსწავლე წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტებს ამოცანის კონტექსტის შესაბამისად
·         აგებს დასმული ამოცანის შესაბამისს ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს
მათ.VII.14. მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს
·         განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებებს (გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა)
·         მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპოდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს.
წინაპირობა: მოსწავლეებმა იციან პროპორცია, მასშტაბი, მონაცემთა შეგროვება და მისი დამუშავება
განსახორციელებელი ამოცანები:
·         სკოლის შენობის პერიმეტრისა  და სკოლის ეზოს გეგმის შედგენა
·         სკოლის შესახებ არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაციების შესახებ დიაგრამების აგება
·         ბუკლეტების შექმნა
·         სტენდისა და სასკოლო გაზეთის შექმნა
·         სკოლის ვებ-გვერდის შექმნა

თითოეული ამოცანის განსახორციელებლად საჭირო აქტივობები:

·         სკოლის შენობის პერიმეტრისა  და სკოლის ეზოს გეგმის შედგენა
აქტივობა 1: „არქიტექტორების“ ჯგუფის წევრები ზომავენ სკოლის შენობის პერიმეტრს; ასევე ზომავენ სკოლის შიდა ნაკვთების განზომილებებს და ინიშნავენ ზომებს.
აქტივობა 2: ადგენენ მიახლოებით ნახაზს კლასში და ახდენენ მიღებული ნახაზის კორექტირებას დისკუსიის საფუძველზე
აქტივობა 3: არჩევენ შესაბამისს მასშტაბს და ადასტურებენ თავის არჩევანს
აქტივობა 4: საკლასო ოთახის მიღმა დიდ ფორმატის ქაღალდზე გადააქვთ სკოლის გეგმა
აქტივობა 5: საპრეზენტაციო მასალას ამზადებენ PowerPoint-ში
აქტივობა 6: მუშაობის პროცესში გადაღებულ სურათებსა და ვიდეომასალას ამუშავებენ კომპიუტერში

·         სკოლის შესახებ არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაციების დიაგრამების აგება
აქტივობა 1: „სტატისტიკოსების“ და  „მკვლევარების“ ჯგუფის წევრები ადგენენ შესაბამის კითხვარებს ბოლო სამი წლის სკოლადამთავრებულთა დამრიგებლებისაგან ინფორმაციის მისაღებად და ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლის თითოეული კლასის მიერ განხორციელებული სასწავლო ექსკურსიების მარშრუტების შესახებ. ასევე სკოლის საქმეთმმართველისაგან იღებენ ინფორმაციას მასწავლებელთა სერთიფიცირების შესახებ.
აქტივობა 2: შესაბამისი კითხვარებით მიდიან გამოსაკითხ ადამიანებთან (სკოლის დირექტორთან, სასწავლო ნაწილის გამგესთან, სკოლადამთავრებულთა კლასის დამრიგებლებთან და ა.შ.) და აწარმოებენ გამოკითხვას ინფორმაციის შესაგროვებლად
აქტივობა 3: ახდენენ მიღებული ინფორმაციის მოწესრიგებას და სხვადასხვა სახით წარმოდგენას კომპიუტერის გამოყენებით
აქტივობა 5: საპრეზენტაციო მასალას ამზადებენ PowerPoint-ში
აქტივობა 6: მუშაობის პროცესის ამსახველ სურათებსა და  ვიდეომასალას ამუშავებენ კომპიუტერში

·         ბუკლეტების, სტენდისა და სასკოლო გაზეთის შექმნა
აქტივობა 1: „ჟურნალისტების “ ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ სხვა ჯგუფებთან, მათგან აგროვებენ მოპოვებულ ინფორმაციებს და არჩევენ მასალებს ბუკლეტების, სტენდისა და სასკოლო გაზეთის შესაქმნელად
აქტივობა 2: ჯგუფ „ექსპერტების“ წევრები აგროვებენ ინფორმაციებს სკოლაში არსებული კლუბების მუშაობის შესახებ, ასევე აგროვებენ მათი მუშაობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას და ამზადებენ მის ვიდეო-კოლაჟს. შემდეგ დამუშავებულ მასალას აწვდიან „ბლოგერების“ ჯგუფის წევრებს. 
აქტივობა 3: „ჟურნალისტები“ ქმნიან ბუკლეტებს ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით, სტენდს და სასკოლო გაზეთს
აქტივობა 4: საპრეზენტაციო მასალას ამზადებენ PowerPoint-ში
აქტივობა 5: მუშაობის პროცესის ამსახველ სურათებსა და  ვიდეომასალას ამუშავებენ კომპიუტერში




·         სკოლისვებ-გვერდის შექმნა
აქტივობა 1: „ბლოგერები“ თანამშრომლობენ ყველა ჯგუფთან და მათ მიერ შეგროვილ მასალას იყენებენ სკოლის ბლოგის შესაქმნელად
აქტივობა 2: საპრეზენტაციო მასალას ამზადებენ PowerPoint-ში
აქტივობა 3: მუშაობის პროცესის ამსახველ სურათებსა და  ვიდეომასალას ამუშავებენ კომპიუტერში


შეფასება: ჯგუფების მუშაობის შესაფასებლად გამოვიყენეთ ჯგუფების შეფასების რუბრიკა, დისკუსიის შესაფასებლად-დისკუსიის შეფასების კითხვარი, ხოლო პრეზენტაციის დროს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ყველა ეს დოკუმენტი თან ახლავს პროექტის ფორმას ბმულების სახით
                                              
                                                   "საქართველოს ფორუმი 2013"
                                                     


                                                                მზია დადვანი და მარინე ხარაული


 _ _ __ _  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ __ _ _ _ __ _ _ _ _ __ ___ ___ __ ___ _ _ _ ___ _ _ ____ _



    პრეზენტაციის შეფასების სქემა
შედეგები
3-5
6-7
8-10
შესავალი
ვერ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
მოწოდებულია საინტერესოდ და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტულია, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასგებია, მაგრამ ითხოვს დამატებით განმარტებებს
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია
ლოგიკურობა
ზოგჯერ არათანმიმდევრულია,აკლია ლოგიკურობა
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია
ლოგიკური, თანმიმდევრული და კარგად ჩამოყალიბებულია
დასკვნები
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ ხდება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას




      _ _ _ _ _ _ _ _ _ __  _ _ __ __ __  _ _ _ __ _ _ _ __ __ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ __ _ _ _ _ _ _ __ __

ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
4-5
6-7
8-10
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
სამუშაოორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილებულა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად  განაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა
ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის წევრებს შორის  პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები იყო

   

                       _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ___ _ _ _ __  _ _ __  _ __  _ __ _ _ _ _ _ __  __  _ _ _
      
                  



No comments:

Post a Comment