მე-5-ე კლასი-ვიქტორინა- 2012 წ.
ვიქტორინის ამოცანები
1. დაალაგეთ
ზრდადობის მიხედვით
:
მილიონი, კვინტილიონი
ტრილიონი, კვადრილიონი
და მილიარდი.
მიუთითეთ ნულების
რაოდენობა
2. დაასახელეთ ნატურალური რიცხვი,რომელიც მეტია 114-ზე,
ნაკლებია 133-ზე და
მისი ერთეულების თანრიგის ციფრი არის 3
3. რამდენი ათასეულია მილიარდში?
4. რამდენი ციფრის გამოყენება დაგვჭირდება ყველა სამნიშნა რიცხვის ჩასაწერად?
5. ჩავიფიქრე რიცხვი, რომელიც 7 ციფრისაგან შედგება; გამოვაკელი 1, მივიღე რიცხვი, რომელიც 6 ციფრისგან შედგება.
რა
რიცხვი ჩავიფიქრე?
6.
ჩავიფიქრე რიცხვი, რომელიც 7 ციფრისაგან შედგება; გამოვაკელი 1, მივიღე რიცხვი, რომელიც 6 ციფრისგან შედგება.
რა
რიცხვი ჩავიფიქრე?
7. ვატოს და ზურას ერთად 11 კაკალი აქვთ, ვატოსა და ირაკლის-12, ირაკლის და ზურას-13.
რამდენი კაკალი აქვთ ვატოს, ზურასა და
ირაკლის:
ა)ერთად?
ბ)ცალ-ცალკე?
8. აქ
დასახელებულ სიტყვებში ასოები შეცვალეთ ციფრებით(განსხვავებული ასოები-განსხვავებული ციფრებით) ისე, რომ მიიღოთ სწორი ტოლობა:
ე რ თ
ი
ს
ა მ ი
ო თ ხ
ი
9.
მასწავლებელმა 111 რვეული თანაბრად გაუნაწილა მოსწავლეებს. კლასში 20-ზე მეტი და
40-ზე ნაკლები მოსწავლეა.
რამდენი მოსწავლეა კლასში?
10. იპოვეთ ორნიშნა რიცხვი, რომლის ერთეულების ციფრი 7-ჯერ ნაკლებია ამ
რიცხვზე
11. პირველი 100 ნატურალური რიცხვი ერთ სტრიქონშია ამოწერილი. რამდენჯერ გვხვდება ამ
სტრიქონში ციფრი 0?
12. წიგნიდან რამდენიმე გვერდი ამოვარდა. ამოვარდნილი გვერდებიდან პირველი გვერდია 213-ე,ხოლო ბოლო გვერდი იმავე ციფრებით გამოისახება, მაგრამ შებრუნებული თანმიმდევრობით.
რამდენი ფურცელი ამოვარდა წიგნიდან?
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ანგარიში მათემატიკური
ვიქტორინის ჩატარების შესახებ
მათემატიკური ვიქტორინის ჩატარების დღე:
21 დეკემბერი (2012 წ.)
სკოლა: აგარის
საჯარო სკოლა
კლასი: V
მასწავლებელი: მზია დადვანი საგანი: მათემატიკა
ძირითადი თემა/საკითხი:
·
მათემატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცება
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეები გაიხსენებენ და განიმტკიცებენ იმ საკვანძო საკითხებს, რაც V კლასამდე შეისწავლეს და მოახდენენ შეძენილი ცოდნის რეალიზებას საზოგადოების წინაშე
- მოსწავლეები განიმტკიცებენ ჯგუფში მუშაობის უნარებს
- მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კონკურენტულ გარემოში მუშაობის უნარი
- მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
- მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით წარედგინებათ ამოცანები დონეების მიხედვით (პირველი ტური-5 ერთქულიანი ამოცანა, მეორე ტური-5 ორქულიანი ამოცანა და მესამე ტური-2 ორქულიანი ამოცანა)
- ამავე დროს ამოცანები მათ ურიგდებათ ჯგუფებშიაც, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი
ძირითადი სასწავლო რესურსები:
- კომპიუტერი
- პროექტორი
- წებოვანი ქაღალდები
- საწერი კალამი
- თაბახის ფურცლები
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ
შედეგებს:
·
მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება
საზოგადოების წინაშე არსებულ კონკურენტულ გარემოში
უფრო მეტად რომელი შედეგის მიღწევით ხართ კმაყოფილი:
·
მოტივაციის ამაღლებით
·
არსებული ცოდნის მობილიზებით
რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა
მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ
სწავლაზე:
·
ყველა მოსწავლე იყო ჩართული ვიქტორინის პროცესში
მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე:
·
მიმაჩნია, რომ ასეთი ვიქტორინები კარგ შედეგს იძლევა,
პირველ რიგში, მოტივაციის ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას სასწავლო
პროცესების ხელშეწყობის მიზნით
რა აითვისეს მოსწავლეებმა:
·
მოსწავლეებმა
განიმტკიცეს არსებული მათემატიკური ცოდნა და უნარები
·
მათ მოახდინეს მათემატიკური ცოდნის რეალიზება არასაგაკვეთილო
პროცესში
P.S. გაჩნდა იდეა ინტეგრირებული ვიქტორინის ჩატარების შესახებ (ორ ან ორზე
მეტ საგანთან ერთად)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ამ ცხრილში იწერებოდა ჯგუფების შედეგები ამოხსნილი ამოცანებისა და ტურის მიხედვით
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
No comments:
Post a Comment