ჩემს შესახებ

Tuesday, January 14, 2014

მე-5-ე კლასი, ნატურალური რიცხვები

მე-5-ე კლასი-2012 წ.-ნატურალური რიცხვების შეჯამება

საგანი
მათემატიკა



კლასი
V



მასწავლებელი
მზია დადვანი



გაკვეთილის თემა:
მარტივი და შედგენილი რიცხვები(მეორე დღე)



გაკვეთილის ტიპი
შემაჯამებელი



მოსწავლეთა ორგანიზება
ჯგუფური



რეზიუმე
მოსწავლეები ეუფლებიან ნატურალურ რიცხვებს, იღრმავებენ ცოდნას მის შესახებ, იღრმავებენ ცოდნას მარტივი და შედგენილი რიცხვების შესახებ, იმტკიცებენ გაყოფადობის ნიშნების გამოყენების უნარს, იკვლევენ რიცხვების თვისებებს, ახდენენ დოკუმენტირებას და პრეზენტაციას



აქტივობის მიზანი

·         რიცხვების სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებაში გაწაფვა
·          მარტივი და შედგენილი რიცხვების შესახებ ცოდნის განმტკიცება
·          ჯგუფური მუშაობის უნარი გამომუშავება
·          მიღებული შედეგების დოკუმენტირების უნარის გამომუშავება
·         პრეზენტაციის უნარი განმტკიცება



აუცილებელი წინა ცოდნა
·         ნატურალური რიცხვებ
·         გამყოფები და ჯერადები
·         გაყოფადობის ნიშნები
·         მარტივი და შედგენილი რიცხვები



საჭირო რესურსები
·         ბარათები
·          მარკერები
·          თაბახის ფურცლები
·         პროექტორი
·         კომპიუტერი




აქტივობის აღწერა
კლასი იყოფა ხუთ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ევალება წინასწარ გაამზადოს  მუყაოს ბარათები,სადაც გამოსახული იქნება ერთიდან 30-მდე რიცხვები. მასწავლებლის მიერ დასახელებული რიცხვისთვის მოსწავლეები თავისი ბარათებიდან მაღლა ასწევენ იმ რიცხვს, რომელსაც ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება ექნება დასახელებულ რიცხვთან, ამასთან თაბახის ფურცლებზე ჩამოწერენ იმ ნიშნებს, რის გამოც ასწია ეს ბარათი.
(მაგ.:  რიცხვ 15-ის დასახელების შემთხვევაში მოსწავლემ შეიძლება ასწიოს რიცხვი 25 იმიტომ, რომ ორივე:
·         ორნიშნა
·         5-ით ბოლოვდება
·         5-ის ჯერადია
·         შედგენილია
·         კენტია)
ყოველი ბარათი მხოლოდ ერთხელ შეიძლება იქნეს გამოყენებული. 7-8 რიცხვის დასახელების შემდეგ ჯგუფების ლიდერები მოახდენენ ჯგუფის ნამუშევართა პრეზენტაციას




აქტივობის შეფასება
მასწავლებელი წინასწარ გამზადებულ ცხრილში პროექტორის და კომპიუტერის გამოყენებით  წერს ქულებს დასახელებულ და წარმოდგენილ რიცხვებს შორის საერთო ნიშნების ოდენობის გათვალისწინებით (ყოველ წარმოდგენილ რიცხვზე იწერება იმდენი ქულა, რამდენი საერთო ნიშანიც აქვთ მათ). გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.








 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 



ანგარიში პროექტ-გაკვეთილის  ჩატარების შესახებ

გაკვეთილის ჩატარების დღე:       20 დეკემბერი, 2012 წ.
სკოლა:    აგარის საჯარო სკოლა                              კლასი:     V
მასწავლებელი: მზია დადვანი                                 საგანი: მათემატიკა

ძირითადი თემა/საკითხი:
·         ნატურალური რიცხვები, მარტივი და შედგენილი რიცხვები

მისაღწევი შედეგები:
·         რიცხვების სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებაში გაწაფვა
·          მარტივი და შედგენილი რიცხვების შესახებ ცოდნის განმტკიცება
·          ჯგუფური მუშაობის უნარი გამომუშავება
·          მიღებული შედეგების დოკუმენტირების უნარის გამომუშავება

        პრეზენტაციის უნარი განმტკიცება

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
კლასი იყოფა ხუთ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ევალება წინასწარ გაამზადოს  მუყაოს ბარათები,სადაც გამოსახული იქნება ერთიდან 30-მდე რიცხვები. მასწავლებლის მიერ დასახელებული რიცხვისთვის მოსწავლეები თავისი ბარათებიდან მაღლა ასწევენ იმ რიცხვს, რომელსაც ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება ექნება დასახელებულ რიცხვთან, ამასთან თაბახის ფურცლებზე ჩამოწერენ იმ ნიშნებს, რის გამოც ასწია ეს ბარათი.
ყოველი ბარათი მხოლოდ ერთხელ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
7-8 რიცხვის დასახელების შემდეგ ჯგუფების ლიდერები მოახდენენ ჯგუფის ნამუშევართა პრეზენტაციას

ძირითადი სასწავლო რესურსები:

  •          კომპიუტერი
  •          პროექტორი
  •          ბარათები, თაბახის ფურცლები
  •          მარკერები და საწერი კალმები

რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს:
 მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა ნატურალური რიცხვების შესახებ
უფრო მეტად რომელი შედეგის მიღწევით ხართ კმაყოფილი: 
განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოსწავლეები სიღრმისეულად იკვლევდნენ რიცხვებს და ასახელებდნენ მათ ბევრ თვისებას

რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა
·         მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე: მოსწავლეები სრულად იყვნენ ჩართულები
·         მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე: მიმდინარეობდა  მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცების პროცესი
რა აითვისეს მოსწავლეებმა:
 მარტივი და შედგენილი რიცხვები, რიცხვთა საერთო თვისებები, ჯერადობა , გაყოფადობა
უფრო მეტად რა უნარების განვითარება იკვეთება:
ძიებისა და პრეზენტაციის უნარები
                       შეფასების კრიტერიუმები:
·       რამდენად სწორად იყენებდა მათემატიკურ ტერმინოლოგიას
·       საკითხის გადმოცემის როგორი უნარი აქვს
·       რამდენად ამოწურა საკითხი
·       რამდენად პასუხობდა თემას
·       როგორ მუშაობდა ჯგუფში



 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _



                                             გაკვეთილის პროცესი


                                            ჯგუფებში მუშაობის ამსახველი ფოტოები






                                               გამარჯვებული ჯგუფის პრეზენტაცია

No comments:

Post a Comment